spot_img
მთავარიტექნოლოგიები და კომუნიკაციებიComCom-მა შავი ზღვის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები...

ComCom-მა შავი ზღვის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები მედიაწიგნიერებაში გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების კონკურსის “ნამდვილი თუ მოგონილის?!” ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შავი ზღვის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტები მედიაწიგნიერებაში გადაამზადა. შეხვედრებს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები კონკურსის პირობებსა და წესებს გაეცნენ, ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, მარიამ ბიბილაშვილი უძღვებოდა. სემინარზე მონაწილეებმა BBC Academy-ის მასალების გამოყენებით, ფაქტების გადამოწმებისა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის მექანიზმების შესახებ აიმაღლეს ცნობიერება და ისეთი საკითხები შეისწავლეს, როგორიცაა ყალბი ინფორმაციის სახეები, ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა, ინფორმაციის გადამოწმების მეთოდები, ფოტოებისა თუ ვიდეოების ფაბრიკაცია და ამასთან ერთად, წინა კონკურსების გამარჯვებული ნაშრომები განიხილეს.

კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების კონკურსი “ნამდვილი თუ მოგონილი?!”, რომელიც მიზნად ფაქტების გადამოწმებისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას ისახავს, უკვე მეათედ გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობა დაინტერესებულ სტუდენტებს 10 დეკემბრამდე შეეძლებათ. წესების თანახმად, მონაწილეებმა უნდა აღმოაჩინონ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, რომელიც მანამდე არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი. შემდგომ კი, მათთვის სასურველი ფორმატით, წარმოადგინონ დეზინფორმაციის აღმოჩენის გზები, შესაბამისი წყარო და რეალური ფაქტები. გამარჯვებულ ნამუშევრებს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს და ავტორებს MacBook Air 15.3”-ს, iPhone 15 Pro-სა და iPad 10.9-ს გადასცემს.

გარდა პრიზებისა, კონკურსის გამარჯვებულებს და სხვა წარმატებულ მონაწილეებს კომუნიკაციების კომისია კარიერულ განვითარებაშიც დაეხმარება და სერტიფიცირებული ტრენინგით გადაამზადებს. კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტებს ტრენერის სტატუსი მიენიჭებათ და ComCom-ის მედიაწიგნიერების პროექტებში აქტიურად ჩართვას შეძლებენ, რომლის ფარგლებშიც, საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას სხვა სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს გაუზიარებენ.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია საზოგადოებასთან ურთიერთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...