პარასკევი, მაისი 9, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება"თალაკვაძე "მეოცნების" ვირტუალური სათვალიდან ვარდისფრად აფასებს რეალობას!" -...

“თალაკვაძე “მეოცნების” ვირტუალური სათვალიდან ვარდისფრად აფასებს რეალობას!” – ნანა ტოხვაძე პრობლემებზე განათლების სისტემაში

თალაკვაძე “მეოცნების” ვირტუალური სათვალიდან ვარდისფრად აფასებს რეალობას! ბიუჯეტს ხომ თაფლის კასრივით მოასხდნენ და ჰგონიათ, რომ ტროლებით შექმნიან ალტერნატიულ რეალობას“, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომ გიორგი ვაშაძე ცრუ დაპირებებს იძლევა პედაგოგებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, დედაქალაქსა და რეგიონში უამრავი სკოლაა, რომლებიც ინტერნეტითა და ბუქებით უზრუნველყოფილი არ არის და მასწავლებლებს ტექნიკის მოძიება საკუთარი სახსრებით უწევთ:

თალაკვაძე “მეოცნების” ვირტუალური სათვალიდან ვარდისფრად აფასებს რეალობას! ბიუჯეტს ხომ როგორც თაფლის კასრს, ისე მოასხდნენ და ჰგონიათ, რომ ტროლებით შექმნიან ალტერნატიულ რეალობას.

ჰკითხონ აბა ან მშობლებს ან მასწავლებლებს – რამდენად უზრუნველყოფილია სკოლები ინტერნეტით, ტექ. აღჭურვილობით ან კომპიუტერებით?! “ჩემი პირველი კომპიუტერი”-ის პროგრამაში 40 მილიონი არ იკმარეს და 2024-ის ბიუჯეტში 59 მილიონამდე აქაჩეს. ჯართი-ბუქებით ასაჩუქრებენ ბავშვებს, რომელსაც უმრავლესობა ვერც იყენებს უხარისხობის გამო.

სკოლები პროექტორებით ვერ უზრუნველყვეს და მასწავლებლები კლასიდან კლასში დაატარებენ ერთ კინკილა პროექტორს. გამოგვყვეს აბა რეგიონის სკოლებში და ერთად ვნახოთ ვაი-ფაი რამდენ სკოლაშია და რამდენ კლასში გამოიყენება ბუქები. რამდენ მასწავლებელს სესხით და ვალით აქვს გამოტანილი კომპიუტერი და თავის მწირი ხელფასიდან იხდის კაბალური სესხის პროცენტით?

ვის ეკეკლუცებიან მიღწევებით? იმ ხალხს, ვინც საკუთარ ტყავზე გრძნობს სიღარიბეს და წლობით მოუწესრიგებელ სასკოლო ინფრასტრუქტურას?!“ – განაცხადა ნანა ტოხვაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“უკვე ძალიან წუხან “პატრიოტი” რუსქოცები, რომ პუტინს აღარ აქვს უსაფრთხოების გარანტია 9 მაისის აღლუმისთვის”...

რუსეთში დაგეგმილ, 9 მაისის აღლუმთან დაკავშირებით, გაჩდა ერთგვარი შიშნარევი...

“უკრაინელებმა სა9მაისოდ პუტინს საჩუქარი გაუკეთეს” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...