ორშაბათი, ივნისი 30, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიევროკავშირიპაატა მანჯგალაძე: არსებობს ნატო-თი და ევროკავშირით გამტკიცებული...

პაატა მანჯგალაძე: არსებობს ნატო-თი და ევროკავშირით გამტკიცებული მშვიდობა და ამას მოუტანს ოპოზიციური კოალიცია ხალხს

ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის დადებითი რეკომენდაციის გაცემამ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო „რუსული პროპაგანდა“, ვინაიდან ევროპა შეუქცევადი პროცესია და ეს ჩვენი არჩევანია. ახლა გინდათ, რომ თქვენც გადმოხვიდეთ ამ ნათელ მხარეს.

მანამდე 18 თვის განმავლობაში ვხედავდით აღვირახსნილ კამპანიას, რომ ევროკავშირი სათაგურია, თავი ძალით შეგვაყოფინეს, ევროკავშირს ჩალის ფასი აქვს, არაფერს არ იძლევა და ასე შემდეგ – ეს ფართომასშტაბიანი პროპაგანდა დამარცხდა, ეს ყველაფერი არის ქართველი ხალხის მონდომებითა და დამსახურებით, რომელიც არ აჰყვა პროპაგანდას, რომ თურმე დასავლეთი არის მტერი და რუსეთი არის მეგობარი“, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა პაატა მანჯგალაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველი ხალხი ძალიან კარგად არჩევს მტერს და მოყვარეს და სწორედ ამის გამოხატულებაა, რომ საქართველო ელოდება ევროპული საბჭოსგან დადებით რეკომენდაციას.

რადგან არ არსებობს იმაზე მეტი მშვიდობა და უსაფრთხოება, რომელიც არის გარანტირებული ევროპით და ნატო-თი და საქართველოსაც აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ გახდეს ამ თანამეგობრობის ნაწილი“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში შეყვანა შეუძლია მხოლოდ კოალიციურ მთავრობას.

ვერანაირ ევროპას თქვენ ვერ მოუტანთ საქართველოს, ამიტომ გამოსავალი მარტივია – პროდასავლური ოპოზიციის მოსვლა. ორი თვე სჭირდება ყველა იმ რეფორმის მიღებას, რომელიც საქართველოს გაუხსნის პერსპექტივას გახდეს ევროპის ნაწილი. არც კი მოვიკითხავთ თქვენ სად იქნებით, რას გააკეთებთ, მთავარია ხელი არ შეგვიშალოთ“, – მიმართა პაატა მანჯგალაძემ საპარლამენტო უმრავლესობას.

ინფორმაციას საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი პარლამენტის ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თუ მართლა გგონიათ, რომ ამ კომისიის “დასკვნით” ვინმეს დაჭერა კანონიერია უნდა იცოდეთ – ან...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პარტიის ლიდერის დაჭერას...

“სამართლიანობა კი არ ადარდებდა ან ადარდებს, რევანშისტი გაიძვერებაა, მეტი არაფერი” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეულ პიროვნებებისთვის მინიშნებებს აკეთებს...

“მერე ესენი წავლენ ციხეში, ჟანრის ლოგიკაა🙌 სხვაგვარად არ ხდება📌” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე პოლიტიკური პროცესების კონკრეტულ...

“როგორ დაამდაბლეს პოლიტიკური აქტი “შიმშილობა”! – ლალი მოროშკინა

პარლამენტის წინ დაწყებულ შიმშილობის აქტს მწვავე სეფასებებით ეხმაურება ლიდერ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“სად არის გარანტია, რომ დღესაც ისინი “დიფ სთეითის” კარნახით არ მოქმედებენ” – გიორგი გახარია...

პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია პარტიის პარტიის ვიდეო-პლატფორმაზე საუბრობს...

მიხეილ სააკაშვილი: “ევროპამ საბოლოოდ გაიღვიძა!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური შეფასებები გეოპოლიტიკურ სიახლეებზე: "კატასტროფული...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...