ორშაბათი, ივლისი 14, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკა2019 წლის განმავლობაში საქართველოს ტურისტების რეკორდული რაოდენობა ეწვია

2019 წლის განმავლობაში საქართველოს ტურისტების რეკორდული რაოდენობა ეწვია

საქართველოს მთავრობის ინფორმაციის 2019 წლის განმავლობაში საქართველოს ტურისტების რეკორდული რაოდენობა ეწვია.

2019 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოში უკვე დაფიქსირდა საერთაშორისო მოგზაურთა 9.3 მილიონი ვიზიტი.

2019 წლის 11 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლებმა 3 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა (ზრდა + 35 მლნ აშშ დოლარი).

🇺🇸 ყველაზე დიდი შემოსავალი აშშ-დან ჩამოსული ვიზიტორებისგან ფიქსირდება.

🇪🇺 2019 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 482 418 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა (ზრდა +25.7%).

განსაკუთრებული ზრდით გამოირჩეოდა ვიზიტორების რაოდენობა: 🇩🇪 გერმანიიდან +38.2%; 🇵🇱 პოლონეთიდან +31.7%; 🇫🇷 საფრანგეთიდან +28.3%; 🇬🇧 გაერთიანებული სამეფოდან +27.4%; 🇮🇹 იტალიიდან +22.4%.

🇪🇺 2019 წელს ევროკავშირიდან ჩამოსულმა მოგზაურებმა საქართველოში 450 მლნ აშშ დოლარზე მეტი დახარჯეს.

2019 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო მედიის ასობით წარმომადგენელს უმასპინძლა, შედეგად 1500-მდე სტატია, სიუჟეტი და გადაცემა მომზადდა. ადმინისტრაციის ორგანიზებით 2019 წელს 300-მდე მოწინავე უცხოელი ტურ-ოპერატორისთვის მოეწყო 22 გაცნობითი ტური.

საქართველოს შესახებ სარეკლამო კამპანია ჩატარდა CNN-ზე, National Geographic-ზე, Google-ზე, Expedia-სა და Conde Nast Traveler-ზე.

Wizz Air-ის, Qatar airways-ის, Emirates-ის საბორტე ჟურნალებში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიებზე წვდომა 15 მილიონ მგზავრს ჰქონდა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ლურჯი მოცვის ექსპორტის მონაცემები მზარდია” – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სტატისტიკურ ინფორმაციას ავრცელებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“მეც ასე მომიკლეს დედა, დევნით, ზეწოლით და უსამართლობის განცდით” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია პატომრობაში მყოფ ზურაბ ჯაფარიძის...