2019 წლის განმავლობაში საქართველოს ტურისტების რეკორდული რაოდენობა ეწვია

13

საქართველოს მთავრობის ინფორმაციის 2019 წლის განმავლობაში საქართველოს ტურისტების რეკორდული რაოდენობა ეწვია.

2019 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოში უკვე დაფიქსირდა საერთაშორისო მოგზაურთა 9.3 მილიონი ვიზიტი.

2019 წლის 11 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლებმა 3 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა (ზრდა + 35 მლნ აშშ დოლარი).

🇺🇸 ყველაზე დიდი შემოსავალი აშშ-დან ჩამოსული ვიზიტორებისგან ფიქსირდება.

🇪🇺 2019 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 482 418 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა (ზრდა +25.7%).

განსაკუთრებული ზრდით გამოირჩეოდა ვიზიტორების რაოდენობა: 🇩🇪 გერმანიიდან +38.2%; 🇵🇱 პოლონეთიდან +31.7%; 🇫🇷 საფრანგეთიდან +28.3%; 🇬🇧 გაერთიანებული სამეფოდან +27.4%; 🇮🇹 იტალიიდან +22.4%.

🇪🇺 2019 წელს ევროკავშირიდან ჩამოსულმა მოგზაურებმა საქართველოში 450 მლნ აშშ დოლარზე მეტი დახარჯეს.

2019 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო მედიის ასობით წარმომადგენელს უმასპინძლა, შედეგად 1500-მდე სტატია, სიუჟეტი და გადაცემა მომზადდა. ადმინისტრაციის ორგანიზებით 2019 წელს 300-მდე მოწინავე უცხოელი ტურ-ოპერატორისთვის მოეწყო 22 გაცნობითი ტური.

საქართველოს შესახებ სარეკლამო კამპანია ჩატარდა CNN-ზე, National Geographic-ზე, Google-ზე, Expedia-სა და Conde Nast Traveler-ზე.

Wizz Air-ის, Qatar airways-ის, Emirates-ის საბორტე ჟურნალებში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიებზე წვდომა 15 მილიონ მგზავრს ჰქონდა

კომენტარები