კვირა, ივნისი 8, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიუხვი ნალექისა და შტორმის შედეგად ბათუმისა და ქობულეთის...

უხვი ნალექისა და შტორმის შედეგად ბათუმისა და ქობულეთის სანაპირო ზოლზე შექმნილ მდგომარეობას თორნიკე რიჟვაძე ადგილზე გაეცნო

უხვი ნალექისა და ზღვაზე შტორმის შედეგად ბათუმის ბულვარის რამდენიმე მონაკვეთი დაზიანდა. ბათუმის სანაპირო ზოლში, გარკვეულ პერიმეტრზე დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის სანაპიროზე არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო.

,,უხვი ნალექის, უამინდობისა და შტორმის შედეგად ბათუმის სანაპირო ზოლზე დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. მობილიზებულია მერიის და საგანგებო სიტუაციების შესაბამისი სამსახურები.

გამოდარებისთანავე მოხდება ინფრასტრუქტურის აღდგენა. მინდა მოქალაქეებს ვთხოვო, მაქსიმალურად თავი შეიკავონ სანაპირო ზოლში გადაადგილებისგან.

ყველაფერი გაკეთდება, რომ დაცული იქნას როგორც ინფრასტრუქტურა, ასევე, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ადგილზე იმყოფებიან ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, მერიის და საგანგებო სიტუაციების შესაბამისი სამსახურების, ასევე ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა და სრული სალიკვიდაციო სამუშაოები, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება. ასევე, შტორმის შედეგად დაზიანდა ქობულეთის სანაპირო ზოლი. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქობულეთში შტორმის შედეგად დაზიანებული სანაპირო ზოლიც დაათვალიერა, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო და შეფასება გააკეთა შტორმის შედეგად ბათუმისა და ქობულეთის სანაპირო ზოლის დაზიანებასთან დაკავშირებით:

,,უხვი ნალექისა და შტორმის შედეგად დაზიანდა ბათუმის და ქობულეთის სანაპირო ზოლი, არსებული ინფრასტრუქტურა. მობილიზებულია მერიის და საგანგებო სიტუაციების შესაბამისი სამსახურები.

ყველას მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ სანაპირო ზოლში გადაადგილებისგან.

ყველაფერი გაკეთდება მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვისა და ინფრასტრუქტურის სწრაფად აღდგენისთვის“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ადგილზე იმყოფებიან ქობულეთის მერი ლევან ზოიძე, ასევე მერიის და საგანგებო სიტუაციების შესაბამისი სამსახურები. აქტიურად მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

მიხეილ სააკაშვილი: “ჩემი სრული სოლიდარობა ნიკა მელიას”

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება-დაპატიმრების ფაქტს ეხმაურება...

“როდესაც პარლამენტში გიბარებენ, რომ კონკრეტულ კითხვებს გასცე პასუხები და თავს არიდებ, არ მიდიხარ, რა...

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსი ვალდებულია, პარლამენტში...

“ბოქსის გრუშა” ხარ, სტატისტად რომ შეხვიდე არჩევნებში რაღაცის მორიგ ჯერზე დასამტკიცებლად? – ნიკა გვარამია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის იდეის...

“სააკაშვილს ბრალად სდებდნენ ახალი სახეობის ქართველის გამოყვანა უნდაო. ნამდვილად უნდოდა “გრუზინის” გაქართველება, მაგრამ ჩანს,...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქვეყანაში შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით, მძიმე ფაქტებზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“მაინტერესებს სადამდე მივლენ ეგენი და როდემდე მოვითმენთ ჩვენ?!” – ეკა მიშველაძე

მმართველ გუნდში დაწყებულ მსჯელობებს, ცალკეული ტერმინების აკრძალვის თაობაზე, მათ...

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...