ორშაბათი, ივნისი 30, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიევროკავშირი"ერთადერთი ორპოლუსიანობა იქნება შემდეგ არჩევნებზე - რუსეთი თუ...

“ერთადერთი ორპოლუსიანობა იქნება შემდეგ არჩევნებზე – რუსეთი თუ ევროკავშირისკენ მიმავალი ძალები” – სერგო ჩიხლაძე

,,გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთი ლიდერი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძე ტელეკომპანია ,,პირველის” ეთერში რუსუდან დუმბაძის ,,დღის ამბებში’’ შეფასებებს აკეთებს მმართველი პარტიის მიერ წარმოებულ პოლიტიკასთან დაკავშირებით:

,,ერთი რამე მინდა ვთქვა, ხშირად გაიჟღერა, რომ აშინებს ,,ქართული ოცნება” – ,,ნაციონალური მოძრაობა”, ორპოლუსიანობა… ერთადერთი ორპოლუსიანობა იქნება შემდეგ არჩევნებზე – რუსეთი თუ ევროკავშირისკენ მიმავალი ძალები. აი, ეს იქნება. ახლა ,,ქართული ოცნება” რომ აშინებს, რაღაცა ყველანი მიშისტები, ,,ნაციონალური მოძრაობის” მომხრეები იქნებიან. მე მგონი, ეს პარტიები არ უნდა დაკომპლექსდნენ.

არავის არ სჯერა, რომ, მაგალითად, გიორგი გახარია არის ,,ნაციონალური მოძრაობის” მომხრე. ამიტომ ამით არ უნდა დავკომპლექსდეთ. ამით 2018 წელსაც არ დაკომპლექსდა ოპოზიცია. იმას კი არ უნდა დავუპირისპირდეთ ,,ქართული ოცნება” რასაც ამბობს ,,მე ახლა ის უნდა ვთქვა, რომ ასე არ არის“. არა! როგორც ჩვენ, ,,გამარჯვების კოალიცია” ჩვენი დღის წესრიგით ვმოქმედებთ, ასე უნდა ჰქონდეთ.

ვისით აშინებენ?! თქვენ ნახეთ ყრილობა, თუნდაც, ჩვენ გვქონდა 2 დღის წინ ჩატარებული, ვისი ეშინია?! პირიქით – ნათელი სახეების ცვენა არის, იგივე – ჩვენს კოალიციაში.

თინა ბოკუჩავათი აშინებენ ვინმეს?! გიორგი ვაშაძეთი აშინებენ ვინმეს?! ლევან ხაბეიშვილით აშინებენ ვინმეს, ირაკლი ფავლენიშვილით?! ვასო ურუშაძეთი?! რავიცი, ახალგაზრდებით, რომლებსაც რას მიედავებიან?! ალექსი კრევო ასათიანით აშინებენ?! ჩემით აშინებენ?!

ხო ეს არის, ეს სახეები და რა სიგიჟეა, ვის ეშინია?! პირიქით, ეს არის ნათელი ალტერნატივა. ვერავის შეაშინებენ კი არა, ეს არის ჩვენი კოალიციის პლიუსი’’, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მაშინ როცა ლუკაშენკო უშვებს პოლიტპატიმრებს, ესენი სულ უფრო მეტ პოლიტიკოსს და უბრალოდ აქტიურ ადამიანს...

პოლიტიკოსი ლიდერების დაპატიმრების ფაქტებს ეხმაურება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

“სამი წევრის ფორმატში გავაგრძელებთ მუშაობასო, ანუ – ტროიკების” – ლაშა ბუღაძე თეა წულუკიანზე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

“ბიძინამ შექმნა “ამოღების ბიურო” და აბსოლუტური უფლებამოსილება გადასცა ქუჩის კრიმინალებს” – ლევან ხაბეიშვილი

“ბიძინამ შექმნა "ამოღების ბიურო" და აბსოლუტური უფლებამოსილება გადასცა ქუჩის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნათია მეზვრიშვილის პოზიცია მაინტერესებს, ივანიშვილს ბორკილების დადებას რომ უანონსებდა, სად გაქრა?!” – ელისო კილაძე

"გახარია საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ პარტიის ყრილობაზე გაკეთებულ...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...

“ეს არის კონტრევოლუცია და არა კომისია – კონტრევოლუცია კრიმინალების, პრორუსი თაღლითების და პრორუსი კორუფციონერების”...

კლინიკა “ვივამედიდან” სასამართლო პროცესზე ჩართვისას და სიტყვით გამოსვლისას საქართველოს...