ხუთშაბათი, მაისი 16, 2024

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 25-27 ნოემბრის პერიოდისთვის

24 ნოემბერს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 25 ნოემბრიდან 3 დღის განმავლობაში.

ნოემბრის დასაწყისში ლარის დასტაბილურების და გამყარების ნიშნებიც გამოიკვეთა უცხოური ვალუტის აბსოლუტურ უმრავლესობასთან მიმართებაში, თუმცა ბოლო 2 კვირის განმავლობაში ისევ არასტაბილურობა დაფიქსირდა და რიგ შემთხვევაში მკვეთრი გაუფასურებაც კი, მათ შორის, აშშ დოლართან მიმართებაშიც. კერძოდ, წინა 3 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

21 ნოემბერი – 2.6981;
22 ნოემბერი – 2.7037;
23-24 ნოემბერი – 2.7122.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა 0.0006 ლარით და 1 აშშ დოლარი 25 ნოემბრიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.7128 ლარი.

ანალოგიური სიტუაცია იყო ევროსთან მიმართებაშიც. კერძოდ, წინა 3 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

21 ნოემბერი – 2.9482;
22 ნოემბერი – 2.9603;
23-24 ნოემბერი – 2.9558.

ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა ლარი ევროსთან მიმართებაში 0.0036 ლარით და 25 ნოემბრიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.9594 ლარი.

სხვა ვალუტებთან მიმართებაშიც მეტნაკლებად პრაქტიკულად იგივე მდგომარეობა გამოიკვეთა. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით):

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.4081 ლარი (გაუფასურდა 0.0116 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0939 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.7524 (გაუფასურდა 0.0012ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5958 ლარი (გაუფასურდა 0.0018 ლარით);
1000 სომხური დრამი – 6.7629 ლარი (გამყარდა 0.0041 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.0702 ლარი (გაუფასურდა 0.0024 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.7924 ლარი (გაუფასურდა 0.0002 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.2536 ლარი (გამყარდა 0.0016 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.2558 ლარი (გამყარდა 0.0147 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8139 ლარი (გამყარდა 0.0051 ლარით).

ლარი, რუსულ რუბლთან მიმართებაში, ნოემბრის შუა პერიოდიდან მკვეთრად გაუფასურდა, თუმცა შემდეგ იყო დასტაბილურების ნიშნებიც. კერძოდ, წინა 3 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

21 ნოემბერი – 3.0497;
22 ნოემბერი – 3.0723;
23-24 ნოემბერი – 3.0721.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე 0.0203 ლარით გამყარდა 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 25 ნოემბრიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.0518 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული