საქართველოს მე-3 პრეზიდენტი კლინიკა “ვივამედიდან” გზავნილით “ვარდების რევოლუციის” 20-წლისთავს ეხმიანება:
“ვარდების რევოლუციამ მყარად დააბრუნა საქართველო მსოფლიო რუკაზე.
ჩვენ ვარდების რევოლუციით კორუფციას, კრიმინალს, უიმედობასა და რუსეთს ვუთხარით – არა!
დსთ-ს სივრცეში პირველად ამ პატარა საქართველომ გაბედა და სწორედ ამიტომ გვიწოდა თბილისში ჩამოსულმა ამერიკის პრეზიდენტმა მთელი მსოფლიოს დემოკრატიის შუქურა.
ახლაც ზუსტად ასევე ვეტყვით ოლიგარქს, რუსეთს, უიმედობასა და უპესრპექტივობას არას!
დაიმახსოვრეთ, განსხვავება ივანიშვილისა და შევარდნაძე-აბაშიძის რეჟიმებს შორის არის მხოლოდ სპეცრაზმის ეკიპირებაში, მაგრამ ჩვენც მეტი ჯავშანი გვაქვს. ჩვენი ჯავშანი არის მეტი გამოცდილება, ბევრად უფრო მაგარი, ახალი თაობა და ცივილიზებული დემოკრატიული სამყაროს ტოტალური მხარდაჭერა.
ჩვენ უნდა განვახორციელოთ ტოტალური შეტევა ოლიგარქატზე და გვახსოვდეს, რომ ჩვენს ტოტალურ შეტევას ექნება ტოტალური საერთაშორისო მხარდაჭერა.
აქ საკითხი ზუსტად ასე დგას: ან ოლიგარქი, ან საქართველო და გამარჯვება. ჩვენ ვირჩევთ გამარჯვებას, ესე იგი ვირჩევთ საქართველოს“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

