spot_img
მთავარიკულტურა და ხელოვნებაბათუმში ფესტივალ "განდაგანა"-ზე "მგზავრები", "თამადა" და სხვა მუსიკალური...

ბათუმში ფესტივალ “განდაგანა”-ზე “მგზავრები”, “თამადა” და სხვა მუსიკალური ჯგუფები იმღერებენ

„მგზავრები“, „თამადა“ „გორდელა“, „ბანი, „რანინა“ იმ მუსიკალური ჯგუფების მცირე ჩამონათვალია, რომელებიც ამ უქმეებზე ბათუმში ფესტივალ „განდაგანა“-ზე იმღერებენ.

ორი დღის განმავლობაში, ულამაზესი საშემოდგომო დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე მთიანი აჭარა თავისი კულტურით, კულინარიით, ტრადიციებითა და რეწვის დარგებით იქნება წარმოდგენილი. წელს, ფესტივალ განდაგანას ფარგლებში მთავარი აქცენტი აჭარული სამზარეულოსა და ხალხური რეწვის დარგების წარმოჩენაზე გაკეთდება. მოეწყობა სპეციალური კვების კუთხე, სადაც აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელ კერძებს მოამზადებენ, ჩატარდება მასტერკლასები და კულინარიული შეჯიბრებები.

ულამაზესი დეკორაციებით გაფორმდება აჭარული რეწვის სივრცეც, რომელსაც წელს „გარდენია შევარდნაძე“ -ს დამფუძნებელი ზურაბ შევარდნაძე მოაწყობს. აღნიშნულ სივრცეში აჭარული ყოფისთვის დამახასიათებელი მეთუნეობის, ფეიქრობის, მეტალურგიისა და ხის ნაკეთობების ავთენტური გარემო იქნება შექმნილი, რომელიც მთიანი მუნიციპალიტეტების კულტურის, ტრადიციების, სოფლებში არსებული ავთენტური გარემოს გაცოცხლებასა და მთებში მოგზაურობის წახალისებას შეუწყობს ხელს.

ორი დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ქორეოგრაფიულ და კულინარიულ მასტერკლასებში, ჩურჩხელის ამოვლების, ჭაჭის გამოხდის, თუთუნის დაჭრისა და საწნახელში ყურძნის დაწურვის პროცესში. ფესტივალის სტუმრების განწყობაზე ფოლკლორული ანსამბლები „ნართი“, „მუსიკელი“, „ათძალი“, „ელესა“, ასევე ქორეოგრაფიული ანსამბლები „ბერმუხა“, „ქობულეთი“, „ფესვები“, „რასა“, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლები „არსიანი“ და „აფხაზეთი იზრუნებენ. საღამოს მუსიკალურ პროგრამას კი ანსამბლი „შვიდკაცა“, კვარტეტი „რანინა“, „თამადა“, ჯგუფი „გორდელა“, „ბანი“, „მგზავრები“, ტრიო „გოგლაურა“ და ბენდი „ქართული“ წარმოადგენენ.

ფესტივალი 16:00 საათზე გაიხსნება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურვლებს უფასოდ შეეძლება. სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდგანა“ 2015 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ბათუმში ბარმენებს ტრენინგები ჩაუტარდათ

ზაფხულის ტურისტული სეზონის წინ ბათუმში სერვისის ასამაღლებელი ტრენინგები მიმდინარეობს....

თბილისის მერი საერთაშორისო ბაზრობას TAF 2026-ს ესტუმრა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“...

The Telegraph მკითხველს ბათუმში მოგზაურობისკენ მოუწოდებს

პრესტიჟული ბრიტანული გამოცემა The Telegraph მკითხველს ბათუმში მოგზაურობისკენ მოუწოდებს....

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გაუგებარია, ადამიანი რომ ჰქვია, ის რატომ უნდა ცდილობდეს ტალახში იგორავოს და ირგვლივ ყველაფერი, რაც...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გამოჩენილი...

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება,...

“ეს არის რეფერენდუმი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” პირწმინდად მარცხდება” – გოჩა მირცხულავა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, "დაიცავი ილიაუნის" ინიციატივას...