ოთხშაბათი, მაისი 1, 2024

“როგორც ეროვნული მოძრაობის დროს თავისუფლება იყო ეროვნული იდეა, ახალი ეროვნული იდეა არის ევროპა” – გიორგი ვაშაძე

ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის წევრობა გარანტირებული უსაფრთხოებისთვის და განვითარებისთვის”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვაშაძის თქმით, როგორც ეროვნული მოძრაობის დროს თავისუფლება იყო ეროვნული იდეა, ახალი ეროვნული იდეა არის ევროპა:

მეგობრებო, კანდიდატის სტატუსის მოპოვება არის ერთი დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირისკენ მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის წევრობა გარანტირებული უსაფრთხოებისთვის და განვითარებისთვის და უფრო მეტიც, როგორც ეროვნული მოძრაობის დროს თავისუფლება იყო და არის ეროვნული იდეა, სწორედ ამ თავისუფლების განმტკიცებისთვის ახალი ეროვნული იდეა არის ევროპა”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული