spot_img
მთავარიანალიტიკა2020 წელი ლამაზ ციფრებში, მნიშვნელოვან ფაქტებში, საინტერესო ანონსებში...

2020 წელი ლამაზ ციფრებში, მნიშვნელოვან ფაქტებში, საინტერესო ანონსებში…

ახალი წელი თავიდანვე მრავალფეროვანი შეფასებების ობიექტი ხდება და კონკრეტულ წელთან დაკავშირებით არაერთი თავისებურება, საინტერესო მომენტი საყურადღებო ანონსები გახმოვანდება. ასეა 2020 წელთან მიმართებაში.

მივყვეთ თანმიმდევრობით:

  • 2020 წელი ნაკიანია, ანუ ეს წელი ჩვეული 365 დღის ნაცვლად 366 დღისგან შედგება. აქვე საყურადღებოა ის რეალობაც, რომ წელს 29 თებერვალს დაბადებული ბავშვი, მომდევნო “რეალურ” დაბადების დღეს/რიცხვს 4 წელი უნდა ელოდოს, ამაგიეროდ გაიხარებენ ისინი, ვინც 4 წლის ან უფრო ადრე დაიბადნენ 29 თებერვალს 🙂
  •  წლევანდელი წელი ასევე საყურადღებოა არითმეტიკული თვალსაზრისითაც – წლის პირველი ორი ციფრი მეორდება. ის, რაც 1010 წლის წინ დაიწყო, წელს გაორმაგდა, გასამმაგდება 3030 წელს და ა.შ. რა პერიოდშიც, ამ ტიპის, არაერთი საინტერესო წელია – 1313, 1717, 1919 თუ სხვა. თუმცა ყველაზე ლამაზი წლები მაინც 1111 და 2222 წლები გამოდის 9999 წლამდე, შემდეგ კი საინტერესო სიმეტრიებია მოსალოდნელი, ისეთები როგორიც, მაგალითად, 10101 (23032, 17271 და ა.შ.) თუმცა უკვე ეს სხვა თაობების “საფიქრალია” 🙂
  • აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით 2020 წელი ვირთხის წელია. თეთრი მეტალის (ლითონის) ვირთხის ვირთხის წელი 25 იანვრიდან დაიწყება.
  • აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული წელს 19 აპრილს იქნება.
  • 2020 წელს არ იქნება მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში, თუმცა ფანები ნუ ინაღვლებენ და დაკმაყოფილდნენ ევროპის ჩემპიონატით 🙂
  • 2020 წლის ოქტომბერში დაგეგმილია ხანგრძლივი ტურისტული მოგზაურობა კოსმოსში, ოღონდ ახლავე ნუ ჩადგებით რიგში 😉
  • 2020 წლის ბოლოსთვის “ავატარი 2”-ის ეკრანებზე გამოსვლას აანონსებენ.
  • 2020 წელს მოსალოდნელია მზის 2 და მთვარის 4 დაბნელება. 10 იანვარი, 5 ივნისი, 5 ივლისი და 30 ნოემბერი მთვარის დაბნელების დღეებია, ხოლო 21 ივნისი (ნაწილობრივი) და 14 დეკემბერი (სრული) მზის დაბნელების დღეები.
  • 2020 წელი – საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, საპრეზიდენტო – აშშ-ში.
spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

11 აპრილი, 15:13 თბილისის დროით – წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა

იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში მყოფი მრევლი და სრულიად სამყარო...

ჭანარი (Luciobarbus capito) 🐟 იცოდით, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და იშვიათი თევზი ჭანარია?

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო მასალა საქართველოს ფაუნის...

თბილისში ახალი კულტურული სივრცე “სკენე” იხსნება

თბილისში, „ქარვასლას“ შენობაში ღვინის ქართული თეატრი „სკენე“ 17 აპრილს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...