სამშაბათი, ივნისი 17, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ასეთი ადამიანი, ამხელა ფეხბურთელი რომ დგება გამარჯობის სათქმელად,...

“ასეთი ადამიანი, ამხელა ფეხბურთელი რომ დგება გამარჯობის სათქმელად, არ ვიცი… მაგარი პიროვნებაა და ძალიან ვაფასებ” – ხვიჩა კვარაცხელია ლიონელ მესიზე

“საქართველოს ბანკმა” Youtube-ის საკუთარ არხზე გამოაქვეყნა ინტერვიუ წარმატებულ ქართველ ფეხბურთელთან, საფეხბურთო კლუბ ,,ნაპოლის” წევრთან ხვიჩა კვარაცხელიასთან, სადაც იგი პასუხებს გასცემს მის მიმართ ხშირად დასმულ შეკითხვებს. შეკითხვა ასევე შეეხებოდა ცნობილ არგენტინელ ფეხბურთელ, ლიონელ მესისაც – “მესისთან შეხვედრა როგორი იყო?“, კერძოდ, თუ რა მოხდა ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიალზე:

მესისთან შეხვედრას იყო ისტორია, შეიძლება არ დამიჯერო რა და ამის შემდეგ, მესი ჩემთვის რადიკალურად შეიცვალა. რა თქმა უნდა, როგორც ფეხბურთელი, ძნელია იპოვო ასეთი ფეხბურთელი, მთლიან ფეხბურთის ისტორიაში.

რომ ვიჯექით, პაუზა იყო, რეკლამის დროს, დერეფანი იყო, სადაც მესი ჩემგან მარჯვნივ იჯდა. უცებ ფეხზე ადგა, მე ვერ ვფიქრობდი, თუ რატომ დგება, რადგანაც ჩვენ თავიდანვე გვითხრეს, რომ ვმჯდარიყავით და არ გვემოძრავა ბევრი… იგი ჩემსკენ წამოვიდა, მე ასე ვყურები, ვერ ვხვდები რაშია საქმე და უცებ ხელი რომ გამომიწოდა ძალიან დავიბენი, წამოვდექი, ხელი ჩამოვართვი, შემდეგ ის დაბრუნდა უკან თავის ადგილზე.

ასეთი ადამიანი, ამხელა ფეხბურთელი რომ დგება გამარჯობის სათქმელად, არ ვიცი… მაგარი პიროვნებაა და ძალიან ვაფასებ“, – აღნიშნა ხვიჩა კვარაცხელიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...

“ყველა წინა პირობა არსებობს იმისთვის, რომ მომავალში მაღალი ეკონომიკური აქტივობა და ქვეყნის სწრაფი განვითარება...

„მომავალ წელს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზების მიხედვით...

“დიქტატორი დგას, სანამ ჩვენ ვსხედვართ. როგორც კი ვდგებით, ის ვეღარ დგას და მიდის” –...

დიქტატურის შეფასებას ახდენს "სტრატრეგია აღმაშენებლის" ერთერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე,...

“ერთი დრო არავის შერჩენია, აუცილებლად დავასრულებთ ამ რეჟიმს…!” – ბესო გაზდელიანი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსმა, ბესო გაზდელიანმა, რამდენჯერმე დაჯარიმების თანხის გადანაწილებაზე სახელმწიფო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...