spot_img
მთავარილარის კურსილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 18-20 ნოემბრის...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 18-20 ნოემბრის პერიოდისთვის

17 ნოემბერს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 18 ნოემბრიდან 3 დღის განმავლობაში.

ნოემბრის დასაწყისში ლარის დასტაბილურების და გამყარების ნიშნებიც გამოიკვეთა უცხოური ვალუტის აბსოლუტურ უმრავლესობასთან მიმართებაში, თუმცა გასულ კვირაში ისევ არასტაბილურობა დაფიქსირდა და გაუფასურებაც კი, მათ შორის, აშშ დოლართან მიმართებაშიც. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

14 ნოემბერი – 2.6970;
15 ნოემბერი – 2.6981;
16 ნოემბერი – 2.7008;
17 ნოემბერი – 2.7011.

ბოლო ვაჭრობაზე კი ეროვნული ვალუტა გამყარდა 0.0026 ლარით, ისევ ჩამოცდა 2.7 ნიშნულს და 1 აშშ დოლარი 18 ნოემბრიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.6985 ლარი.

ანალოგიური სიტუაცია იყო ევროსთან მიმართებაშიც. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

14 ნოემბერი – 2.8836;
15 ნოემბერი – 2.8932;
16 ნოემბერი – 2.9314;
17 ნოემბერი – 2.9299.

ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა ლარი ევროსთან მიმართებაში 0.0028 ლარით და 18 ნოემბრიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.9327 ლარი.

სხვა ვალუტებთან მიმართებაშიც მეტნაკლებად პრაქტიკულად იგივე მდგომარეობა გამოიკვეთა. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით):

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.3545 ლარი (გაუფასურდა 0.0051 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0940 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.7467 (გაუფასურდა 0.0025 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5860 ლარი (გამყარდა 0.0015 ლარით);
1000 სომხური დრამი – 6.7252 ლარი (გამყარდა 0.0053 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.0423 ლარი (გაუფასურდა 0.0033 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.7446 ლარი (გაუფასურდა 0.0183 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.2407 ლარი (გამყარდა 0.0044 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.2566 ლარი (გაუფასურდა 0.1052 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8073 ლარი (გაუფასურდა 0.0214 ლარით).

ლარი, რუსულ რუბლთან მიმართებაში, ნოემბრიდან ერთგვარად დასტაბილურდა და იყო გამყარების ნიშნებიც, თუმცა გასულ კვირაში სახეზეა ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

14 ნოემბერი – 2.9279;
15 ნოემბერი – 2.9581;
16 ნოემბერი – 3.0369;
17 ნოემბერი – 3.0378.

რამდენიმედღიანი გაუფასურების შემდეგ ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე 0.0082 ლარით გამყარდა 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 18 ნოემბრიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.0296 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 13-15 ივნისის პერიოდისთვის

12 ივნისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბატონო ბიძინა, მე თქვენს ადგილზე იმათ კი არ დავიჭერდი, ვისაც არ მოსწონხართ…” – ლელა...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ რჩევებს აძლევს "ქართული ოცნების" საპატიო...

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ოდნავაც არ გასვრილა ის “თეთრი ხელთათმანები”?” – ზაზა ბიბილაშვილი ირაკლი კობახიძის პოზიციას ეხმაურება

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი მთავრობის მეთაურის, ირაკლი...

“ბატონო ივანიშვილო, თუ თქვენმა პრემიერმა ცოტა მუხრუჭებს არ მიხედა…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას მინიშნებები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა...