ორშაბათი, აპრილი 21, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიაშშ-ს ელჩთან ვისაუბრებთ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც საზოგადოებას...

აშშ-ს ელჩთან ვისაუბრებთ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს – გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე აშშ-ს ელჩს ხვდებიან

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე და საგარეო მდივანი, სერგო ჩიხლაძე აშშ-ს ახლადდანიშნულ ელჩთან შეხვედრას მართავენ.

შეხვედრაზე, რომელიც აშშ-ს ელჩის, რობინ დანიგანის ინიციატივით იმართება, სავიზო რეჟიმისა და თავისუფალი ვაჭრობის საკითხები, ასევე 2024 წლის არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისიების მნიშვნელობა განიხილება.

ვაშაძის თქმით, აშშ საქართველოს პირველი სტრატეგიული პარტნიორია, რომელსაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია:

აშშ არის საქართველოს N1 სტრატეგიული პარტნიორი, „ქართული ოცნების“ რუსული პროპაგანდის მიუხედავად, საზოგადოების პოზიცია არის ძალიან მყარი და ჩვენ გვჭირდება ამერიკელი მეგობრების დახმარება რამდენიმე საკითხში:

  • პირველი – გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი და ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ამერიკას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ხმა ამ საკითხში;
  • მეორე – გავთავისუფლდეთ ოლიგარქიული რეჟიმისგან;
  • მესამე – საქართველოში ავაშენოთ დემოკრატიული, ძლიერი სახელმწიფო, სადაც ყველა მოქალაქის ინტერესი იქნება დაცული.

ამისთვის მნიშვნელოვანია, მეტ-ნაკლებად ნორმალურ გარემოში მაინც ჩატარდეს არჩევნებში, საჭიროა – გრძელვადიანი სადამკვირვებლო ჯგუფები აშშ-დან და ევროკავშირიდან, რათა „ქართულ ოცნებას“ მასობრივი, ტოტალური გაყალბების შესაძლებლობა არ მიეცეს.

აშშ-ს ელჩთან შეხვედრაზე ვისაუბრებთ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს – ეს არის სავიზო რეჟიმისა და თავისუფალი ვაჭრობის საკითხები, შავი ზღვის მხარდამჭერი აქტი, და რაც მთავარია, გრძელვადიანი სადამკვირვებლო ჯგუფები 2024 წლის არჩევნებისთვის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილის რეჟიმი დაბნეულ, დაღლილ და დანებებულ ადამიანებზე დგას” – გიორგი ვაშაძე

ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე...

“დროა ყველას და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი! დროა ჩვენი ფლანგი გაერთიანდეს და საბოლოო გამარჯვება...

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, ლაშა დიაროვი სოციალურ ქსელში...

“სამყაროში ყველაფერს თავისი ფასი აქვს, რომლის გადახდაც ადრე თუ გვიან გიწევს. აი როგორი იქნება...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტული მძიმე ფაქტების ჩამოთვლას ახდენს "ქართულ...

გიორგი ბარამიძე: “აქამდე ვერ გაგვანადგურეს და ვერც გაგვანადგურებენ”

“ნაციონალური მოძრაობის” განადგურება დიდი ხანია გეგმაში აქვთ, აქამდე ვერ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო...

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, ჩატარებულ კვლევაში, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით...

“ქოცები არიან დასუსტებულები და აჭრილ-აბნეულები” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...