შაბათი, მაისი 10, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგულაციები და წესებიComCom-მა “ტელეიმედი” ეთერში თამბაქოს კანონდარღვევით დემონსტრირებისთვის გააფრთხილა

ComCom-მა “ტელეიმედი” ეთერში თამბაქოს კანონდარღვევით დემონსტრირებისთვის გააფრთხილა

კომუნიკაციების კომისიამ “ტელეიმედი” ეთერში თამბაქოს ნაწარმის კანონდარღვევით დემონსტრირებისთვის წერილობით გააფრთხილა. კომუნიკაციების კომისიაში შემოსული წერილის საფუძველზე, ComCom-მა “ტელეიმედის” მონიტორინგი განახორციელა, რომლის შედეგად, მაუწყებლის გადაცემაში “რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევა გამოვლინდა.

კერძოდ, 2023 წლის 18 სექტემბერს, “ტელეიმედის” ეთერში გავიდა გადაცემა “კუნძული”, რომლის ფარგლებში განხორციელდა თამბაქოს ნაწარმის დემონსტრირება, რაც მის რეკლამირებას გულისხმობს. ამდენად, მაუწყებლის მიერ დარღვეულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, რომლის თანახმად, აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ყველა სახის რეკლამა.

გამომდინარე იქიდან, რომ ტელეკომპანია “ტელეიმედის” მხრიდან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში “რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ComCom-მა “ტელეიმედი”, “რუსთავი 2” და “ფორმულა” პროდუქტის განთავსების დარღვევისთვის გააფრთხილა

კომუნიკაციების კომისიამ ტელევიზიები „ტელეიმედი“, „რუსთავი 2“, „ფორმულა“ და „აგრომედია“...

ComCom-მა “ბი ემ ჯი” ეთერში პროდუქტის კანონდარღვევით განთავსებისთვის გააფრთხილა

კომუნიკაციების კომისიამ „ბი ემ ჯი“ ეთერში პროდუქტის კანონდარღვევით განთავსების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...