ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

გიორგი რურუა უდავოდ პოლიტპატიმარია! – დიმიტრი საძაგლიშვილი

ტელეკომპანია “მთავარი არხის” მეწილის, ბრალდებულ გიორგი რურუას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ექსპერტიზის პასუხებს ასაჯაროვებს, რაზე დაყრდნობითაც აცხადებს, რომ მისი დაცვის მყოფს არ უმტკიცდება იარაღის ტარება და რომ სამართალდამცავები ცდილობენ რურუასთვის იარაღის ჩადების “გაპრავებას”:

“ჩაგვბარდა ორი ექსპერტიზის დასკვნა.

აქედან პირველი დასკვნის თანახმად გიორგი რურუას შარვალზე და მაისურზე მეტალიზაციის კვალი არ ამოვიდა, ანუ გიორგის შარვალს მეტალის ნივთთან შეხება არ ქონდა, მაშინ როდესაც გამოძიების ვერსიით გიორგის შარვლის საქამრეში “ედო” იარაღი.

და მეორე დასკვნის თანახმად, იარაღზე რომლის “ტარებასაც” გიორგის ედავებიან, არ ამოვიდა ანაბეჭდები.

ორივე დასკვნა ცალსახად ადასტურებს რომ გიორგის იარაღი ჩაუდეს, რადგან შეუძლებელია ატარებდე იარაღს და მასზე არ დატოვო ანაბეჭდები და შეუძლებელია საქამრეში გედოს იარაღი და შარვალზე და მაისურზე მეტალის კვალი არ ამოვიდეს.

რაც შეეხება დნმ-ს. გიორგის დაკავებისთანავე მისგან იძულებით აიღეს დნმ-ი, ოღონდ ისე რომ არანაირი დოკუმენტი არ შეადგინეს, ანუ ვითომ არ აუღიათ. ეს დამნაშავე პოლიციელებმა გააკეთეს იმიტომ, რომ “ამოღებულ” იარაღზე წაესვათ გიორგის დნმი და ამით დაემტკიცებინათ “დანაშაული”. ჩვენ პირველივე დღიდან ვითხოვთ ამ ამბის გარკვევას, მათ შორის პოლიციის შენობაში მდებარე კამერების ჩანაწერებს, თუმცა დღემდე არანაირი რეაგირება ამას არ მოყოლია. რის გამოც, როდესაც პოლიციელებმა უკვე განჩინებით მოითხოვეს დნმის ნიმუში, ამაზე ვუთხარით უარი, რადგან მისი შედარება უნდა გაეკეთებინათ უკანონოდ პირველივე დღეს აღებულ და ჩადებულ იარაღზე დატანილ დნმ-თან. ანუ, მტკიცებულებების გაყალბებას ახდენდნენ და ბუნებრივია ჩვენ ამ პროცესში არ მივიღეთ მონაწილეობა.

ამის შემდეგ, რადგან მთელი საქმე თავზე ჩამოენგრათ, დამნაშავე პოლიციელებმა და მათმა ზემდგომებმა გადაწყვიტეს უბინძურესი მეთოდი გამოეყენებინათ და იარაღზე უკანონოს წასმული დნმის ნიმუში უნდა შეადარონ ერთი წლის წინ გარდაცვლილი ნიკა რურუას დნმ-ს (ნიკას დაღუპვისას, გარდაცვალების მიზეზი რომ დადგენილიყო, აიღეს მისი სისხლის ნიმუში და სწორედ ამ ნიმუშს იყენებენ ეხლა). ანუ, გარდაცვლილი ნიკას სისიხლის გამოყენებით ცდილობენ გიორგისთვის იარაღის ჩადების გაპრავებას. ამაზე ბინძური და ამორალური საქციელი ალბათ არ არსებობს.

რაც არ უნდა მოხდეს, უკვე არსებულ, ჩვენ სასარგებლო ექსპერტიზის ორი დასკვნას ვერსად გაექცევიან და ვერ დაამტკიცებენ (დამტკიცებაში მონა მოსამართლეების გადაწყვეტილებებს არ ვგულისხმობ) იმას რაც არ მომხდარა – გიორგის მიერ იარაღის ტარებას. შესაბამისად, გიორგი რურუა უდავოდ პოლიტპატიმარია! ის ისჯება მთავარი არხის მეწილეობისთვის და ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციებში აქტიური მონაწილეობისთვის”, – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე დიმიტრი საძაგლიშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული