ორშაბათი, ივლისი 7, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არჩევნების ჩატარება არ არის ვენეციის კომისიის თემა" -...

“არჩევნების ჩატარება არ არის ვენეციის კომისიის თემა” – ირაკლი კობახიძე

,,ქართული ოცნება” დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრასთან და განხილულ საკითხებთან დაკავშირებით:

,,მიმოვიხილეთ ზოგადად ის დასკვნა, რომელიც უკვე არის წარმოდგენილი, სასამართლოსთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის მხრიდან.

როგორც მოგეხსენებათ, სადაც საქმე ეხება, სამართლებრივ პრინციპებს, იქ ყველა რეკომენდაციას ვითვალისწინებთ, სადაც საქმე ეხება მიზანშეწონილობის საკითხებს, იქ უმეტეს შემთხვევაში ხდება რეკომენდაციების გათვალისწინება, თუმცა არის საკითხები, სადაც რეკომენდაციებს არ მივყვებით და აქ ჩვენი პოზიცია განვუმარტეთ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს.

არჩევნების ჩატარება არ არის ვენეციის კომისიის თემა, რა თქმა უნდა, ამ საკითხზე არ გვიმსჯელია ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან. ვენეციის კომისიას აინტერესებს კანონმდებლობა, რომელიც უკავშირდება არჩევნებს და სწორედ ამ თემაზე გვქონდა საუბარი.

დღეს, როგორც მოგეხსენებათ განიხილება ერთადერთი საკითხი საარჩევნო კოდექსთან მიმართებით. ეს არის ცესკოს დაკომპლექტება და ამასთან დაკავშირებით წარვუდგინეთ ჩვენი პოზიცია ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...

“უცხოური ფული იხარჯება იმაში, რომ მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების დამხობა” – კახა კალაძე:

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გუშინდელ საპროტესტო აქციაზე ისმოდა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

27 მაისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში...

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია24-26 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი: 🌦 27...

“ქოცნების” ლოგიკით გამოდის, რომ არც სააკაშვილმა იცოდა, რასაც განზრახ უკეთებდა გარეული თუ შინაური მტერი”...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, საგამოძიებო კომისიაზე...