პარასკევი, აპრილი 19, 2024

როგორ შეიძლება სოფო კილაძემ კორუფციულ ბრალდებაზე მელაპარაკოს, როდესაც ნახევარი უმრავლესობა კორუფციაშია ჩართული?! – ეკა ბესელია

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის მხრიდან ყოფილი თანაგუნდელის, ეკა ბესელიას წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებასთან გამოთქმულ მოსაზრებებს ეხმიანება ადრესატი:

კილაძე არის ტროლების და ბოტების როლში, რომელსაც ახმოვანებინებენ იმას, რისი გახმოვანებაც სურთ. ჯერ ეს გააკეთებინეს ვითომ ექსპერტ აბაშიძეს, რომელიც “ქართული ოცნებისგან” ფულს იღებს ამ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის.

როგორ შეიძლება კილაძემ რაიმე კორუფციულ ბრალდებაზე მელაპარაკოს, როდესაც ნახევარი უმრავლესობა კორუფციაშია ჩართული?! ხელისუფლების უდიდესი ნაწილი კორუფციაშია ჩაფლული.

მინდა მოვუწოდო ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ფორმალურად მაინც დაკავდეს და ერთ-ერთ საქმე, რომლის გამოუძიებლობის თემა ყველაზე ცუდად გამოიყურება ხელისუფლებისთვის, არის ჩემ წინააღმდეგ დაწყებული მორალური შეტევის მართლაც წარმოუდგენელი და საშინელი ფაქტი, რომელიც დღემდე გამოძიებული არ არის,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული