ძალიან მიკვირს რატომ არ გადადგა პროკურატურამ შესაბამისი ნაბიჯები ქალბატონი ბესელიას შესაძლო კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით?! – სოფო კილაძე

203

კორუფციის ბრალდებით ეკა ბესელიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყების გაჭიანურების პრეტენზიას გამოთქვამს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე:

მე ძალიან მიკვირს, აქამდე რატომ არ გადადგა პროკურატურამ შესაბამისი ნაბიჯები ქალბატონი ბესელიას შესაძლო კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით?!

მე ამის შესახებ კითხვა დამისვა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, რომელმაც მითხრა, რომ არის სავარაუდოდ დაწყებული გამოძიება ბესელიას მიმართ, თუმცა მე არ ვიცი ნამდვილად თუ არის გამოძიება დაწყებული, მაგრამ ფაქტია ის, რომ როდესაც მე გავხდი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მაშინ ის კითხვის ნიშნები, რომლებიც იყო ამ ქალბატონის მიმართ, მის კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო გამიმრავლდა“, – აცხადებს სოფო კილაძე.

კომენტარები