spot_img
მთავარიადამიანის უფლებებიარც ხელისუფლებამ იცოდა, რომ დღეს გაფრინდაშვილს გაათავისუფლებდნენ, არც...

არც ხელისუფლებამ იცოდა, რომ დღეს გაფრინდაშვილს გაათავისუფლებდნენ, არც ოჯახმა, ვიცოდით მე და დავით თარხან-მოურავმა – ირმა ინაშვილი

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, “პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი. ირმა ინაშვილის განცხადებით ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლება არის მათი პარტიის და უშუალოდ ლიდერის დავით თარხან მოურავის დამსახურება (იხ. ირმა ინაშვილის პირდაპირი ჩართვა, პუბლიკაციის ბოლოში) და რომ დატყვევებული ექიმის გათავისუფლების შესახებ იცოდნენ მხოლოდ პარტიის ლიდერებმა და სხვამ არავინ:

ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია. ახლა ესაა მთავარი. ის, რომ ბატონი ვაჟა სწორედ დღეს დილით უნდა გაეთავისუფლებინათ, ვიცოდით ჩვენ და ამიტომაც დილის 10 საათიდან გამშვებ პუნქტთან ვიდექი მარტო. მკაფიოდ ვამბობ და სიმართლეს ვამბობ: არც ხელისუფლებამ იცოდა, რომ დღეს გაფრინდაშვილს გაათავისუფლებდნენ, არც ოჯახმა. ვიცოდით ჩვენ: მე
და დავით თარხან-მოურავმა.

ერგნეთში პოლიციის თანამშრომლებს ვუთხარი, რომ ჩემს ახლობელს ველოდი და როცა მანქანებს დაინახავდნენ, შეეტყობინებინათ ჩემთვის. პუნქტთან ჩემი მისვლის შემდეგ, გააქტიურდა ხელისუფლება და მისი სტრუქტურები და მანქანა მანქანაზე მოდიოდა. ზუსტად თერთმეტიდან თორმეტის ოც წუთამდე ჩვენი არხებით მქონდა ინფორმაცია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია და ველოდი მასთან შეხვედრას, თუმცა უშიშროების სამსახურმა ბატონი ვაჟა ისე გაიყვანა ერგნეთიდან, პრაქტიკულად გააქრო, რომ გამარჯობის თქმაც ვერ მოვასწარი. სამაგიეროდ, გორის სამხარეო პოლიციაში მასთან ხელისუფლების წარმომადგენლებმა მყისიერად მოუხმეს დავით ბაქრაძეს, რომელმაც, ეტყობა, გაფრინდაშვილისთვის ბევრი “იშრომა” და ინტერვიუებიც უხვად არიგა.

არვიცი, ვინ რას იწერს ან არ იწერს ან მისაწერ-მოსაწერი რაა (კაცი ახალ წელს სახლში შეხვდება), მე ვიცი კონკრეტულად დღევანდელი დღისთვის რა გავაკეთეთ ჩვენ და ცუდია, როცა ამისი აღიარება კი არა, აღნიშვნაც არ ხდება. და მეტიც, დავით ბაქრაძეს პოლიციაში უხმობენ, რომ გაფრინდაშვილის გათავისუფლებას მიესალმოს და მე პოლიციის კარს მიკეტავენ, რისი უფლებაც არა აქვთ. არა უშავს, ღმერთი მაღალია.

ყველას გილოცავთ ამ კარგ დღეს. ❤️ დანარჩენზე სხვა დროს ვისაუბრებ. მთელი ღამე მეღვიძა“, – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე ირმა ინაშვილი.

ირმა ინაშვილის პირდაპირი ჩართვა ერგნეთის გამშვები პუნქტიდან.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...