პარასკევი, მაისი 17, 2024

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 11-13 ნოემბრის პერიოდისთვის

10 ნოემბბერს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 11 ნოემბრიდან 3 დღის განმავლობაში.

ლარი, ბოლო კვირების განმავლობაში არასტაბილურობით გამოირჩეოდა და სახეზე იყო გაუფასურების ნიშნებიც, რაც გასულ კვირაში გარკვეულწილად შეიცვალა, იყო გამყარების ნიშნებიც უცხოური ვალუტის აბსოლუტურ უმრავლესობასთან მიმართებაში და მათ შორის აშშ დოლართანაც. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

7 ნოემბერი – 2.7061;
8 ნოემბერი – 2.7000;
9 ნოემბერი – 2.7025;
10 ნოემბერი – 2.7048.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა 0.0059 ლარით, ჩამოცდა 2.7 ნიშნულს და 1 აშშ დოლარი 11 ნოემბრიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.6989 ლარი.

ანალოგიური სიტუაცია იყო ევროსთან მიმართებაშიც. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

7 ნოემბერი – 2.9104;
8 ნოემბერი – 2.8847;
9 ნოემბერი – 2.8825;
10 ნოემბერი – 2.8914.

ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა ლარი ევროსთან მიმართებაში 0.0095 ლარით და 11 ნოემბრიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.8819 ლარი.

სხვა ვალუტებთან მიმართებაშიც მეტნაკლებად პრაქტიკულად იგივე მდგომარეობა გამოიკვეთა. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით):

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.2964 ლარი (გამყარდა 0.0273 ლარით)
1 თურქული ლირა – 0.0945 ლარი (გამყარდა 0.0004 ლარით)
10 უკრაინული გრივნა – 0.7479 (გამყარდა 0.0025 ლარით)
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5898 ლარი (გამყარდა 0.0035 ლარით)
1000 სომხური დრამი – 6.7313 ლარი (გამყარდა 0.0147 ლარით)
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.9954 ლარი (გამყარდა 0.0083 ლარით)
10 ჩინური იუანი – 3.7021 ლარი (გამყარდა 0.0104 ლარით)
100 ინდური რუპია – 3.2383 ლარი (გამყარდა 0.0092 ლარით)
10 ისრაელის შეკელი – 6.9716 ლარი (გამყარდა 0.0581 ლარით)
100 იაპონური იენი – 1.7820 ლარი (გამყარდა 0.0081 ლარით)

ოქტომბრის ბოლოს ლარის არასტაბილურობა-გაუფასურება, ნოემბრიდან ერთგვარ დასტაბილურებაში გადავიდა და იყო გამყარების ნიშნებიც, მათ შორის გასულ კვირაშიც. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

7 ნოემბერი – 2.9285;
8 ნოემბერი – 2.9191;
9 ნოემბერი – 2.9341;
10 ნოემბერი – 2.9366.

ორდღიანი გაუფასურების შემდეგ ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე 0.0051 ლარით გამყარდა 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 11 ნოემბრიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 2.9315 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული