ორშაბათი, ივლისი 7, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოასტუდენტებისთვის ComCom-ის მედიაწიგნიერების კონკურსი “ნამდვილი თუ მოგონილი?!” გამოცხადდა

სტუდენტებისთვის ComCom-ის მედიაწიგნიერების კონკურსი “ნამდვილი თუ მოგონილი?!” გამოცხადდა

კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების კონკურსი “ნამდვილი თუ მოგონილი?!”, რომელიც მიზნად ფაქტების გადამოწმებისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას ისახავს, ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის მეოთხედ გამოაცხადა. დაინტერესებულ სტუდენტებს კონკურსში მონაწილეობა 10 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე შეეძლებათ.

კონკურსის წესების თანახმად, მონაწილეებმა უნდა აღმოაჩინონ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, რომელიც მანამდე არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი. შემდგომ კი, მათთვის სასურველი ფორმატით, წარმოადგინონ დეზინფორმაციის აღმოჩენის გზები, შესაბამისი წყარო და რეალური ფაქტები. გამარჯვებულ ნამუშევრებს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს და ავტორებს MacBook Air 15.3-ს, iPhone 15 Pro-სა და iPad 10.9-ს გადასცემს.

გარდა პრიზებისა, კონკურსის გამარჯვებულებს და სხვა წარმატებულ მონაწილეებს კომუნიკაციების კომისია კარიერულ განვითარებაშიც დაეხმარება და სერტიფიცირებული ტრენინგებით გადაამზადებს. კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ტრენერის სტატუსი მიენიჭებათ და ComCom-ის მედიაწიგნიერების პროექტებში აქტიურად ჩართვას შეძლებენ, რომლის ფარგლებშიც, საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას სტუდენტებს და სკოლის მოსწავლეებს გაუზიარებენ.

კონკურსის პარალელურად, კომუნიკაციების კომისია BBC Academy-ის მასალების გამოყენებით და ანალიზის, ფაქტების გადამოწმებისა თუ ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, საქართველოს უნივერსიტეტებში სემინარებს ჩაატარებს, რაც ახალგაზრდებს საკონკურსო ნაშრომის მომზადებაში დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ ComCom-მა მედიაწიგნიერების კონკურსი “ნამდვილი თუ მოგონილი” უკვე ცხრაჯერ, მათ შორის სკოლის მოსწავლეებისთვის ექვსჯერ, ხოლო სტუდენტებისთვის სამჯერ ჩაატარა. ყალბი ინფორმაციის გადამოწმების შესახებ კი, სულ 150-მდე შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, 2400-ზე მეტი მოსწავლე და 900 სტუდენტი მედიაწიგნიერებაში გადამზადდა.

კონკურსის წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების ფეისბუქ გვერდზე, ასევე, ComCom-ისა და მედიაწიგნიერების ვებ-გვერდებზე.

კონკურსის მონაწილეებმა საკონკურსო ნაშრომი უნდა გამოგზავნონ შემდეგი ბმულის გამოყენებით:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeL_gqPb8JhQboB7megMNkhN9Ed_UJ5oEO3mshSP2vC78OzYQ/viewform?pli=1

ინფორმაციას კომუნიკაციების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“პირდაპირ ვაცხადებ, რომ ეს იქნება ივანიშვილის ხელისუფლების ლეგიტიმაციის და სწორედ ეს უნდათ მათაც” –...

სოციალური კვლევის და ანალიზიც ინსტიტუტმა ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა ამ...