შაბათი, აპრილი 20, 2024

ზამთარი გრიპის გარეშე არ არსებობს – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ პაატა იმნაძემ, ზამთრის სეზონის დადგომასა და ამ სეზონისთვის დამახასიათებელი ვირუსული დაავადების შესახებ, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა. მისი თქმით არის გრიპის ვირუსით დაავადებულთა მატება, თუმცა პიკი არაა და განმარტებებს აკეთებს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის თაობაზე:

“მოდით პირველ რიგში ასე ვთქვათ, რომ არის ზამთარი და ალბათ ზამთარი გრიპის გარეშე არ არსებობს. ახლ რაც შეეხება რამდენია. ყველასთვის გასაგები რომ იყოს, საქართველოს პირობებისათვის ეპიდემიურ ზღვარად ითვლება 450-500 შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე. ბოლო მონაცემებით, ავადმყოფთა რაოდენობა არის 190 ადამიანი 100 ათას მოსახლეზე. შარშან იგივე პერიოდში იყო 220 დაავადებული 100 ათას მოსახლეზე, ხოლო პიკზე 280 დაავადებული. ადამიანები ამჟამად გრიპით არიან ავად, ძირითადად ეს არის ბავშვთა ასაკის, მცირეწლოვანი ბავშვები და ჰოსპიტალიზაციაც სწორედ ამ ასაკის ბავშვებზე მოდის. ზამთრისათვის ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა.

როდესაც ბევრი ადამიანი ხდება ავად, აღმოჩნდება ისიც, ვისაც გაურთულდება, მთავარია არ მივიდეთ იქამდე, რომ ვიღაცას ეს გაურთულდეს, რაც შეიძლება ფატალურადაც დამთავრდეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ ბავშვს აქვს სიცხე 38.5, ერთი დღის განმავლობაში, აუცილებლად უნდა ნახოს ექიმმა”.

პაატა იმნაძემ ასევე აღნიშნა, რომ იყო H1N1 ვირუსით გარდაცვალების 2 შემთხვევა იყო ბოლო 2 კვირის განმავლობაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული