spot_img
მთავარისხვადასხვა"პირველი სროლები წამოვიდა საბურავებში, მერე კიდევ გამიზნული ცეცხლი......

“პირველი სროლები წამოვიდა საბურავებში, მერე კიდევ გამიზნული ცეცხლი… სროლის შემდეგ თამაზი ჩამოვიყვანე და დავრეკე სასწრაფოში” – ლევან დოთიაშვილი

რუსი სამხედროების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქე და თამაზ გინტურის მკვლელობის მოწმე, ლევან დოთიაშვილი თავისუფალია.

სოფელ კირბალში დაბრუნების შემდეგ, ლევან დოთიაშვილმა ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა, სადაც მომხდარი ტრაგედიის დეტალებზე ისაუბრა:

,,ჩვენსა და მესაზღვრეს შორის არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა. ეკლესიიდან გამოვედი, პირველი გამაფრთხილებელი გაისროლა. მე ვუთხარი რუსულად – ,,არ გინდა სროლა, დავილაპარაკოთთქო“, – ვსიო დაწყნარდა.

ერთმა ადამიანმა დაგვიწყო სროლა. სხვა იქ არავინ ყოფილა. ,,ჩვენ წავალთო, მივდივართო, კაცო“. თან რაციაზეც ლაპარაკობდა, რას ლაპარაკობდა რუსულად, არ ვიცი.

ჩემი აზრით, ერთადერთი აზრი დავსვი, ერთი რომ იყო 2 კაცთან, წინააღმდეგობის გაწევა არ დაგვეწყო, მერე რაციაში გადასცეს ,,დააკავეთო“ და სროლა აგვიტეხა.

დაქოქილი გვყავდა მანქანა, დავიძარით. პირველი სროლები წამოვიდა საბურავებში, მერე კიდევ გამიზნული ცეცხლი. სროლის შემდეგ თამაზი ჩამოვიყვანე და დავრეკე სასწრაფოში.

[ჟურნალისტის შეკითხვა] მანქანიდან გადმოიყვანე?

მე თვითონ გადმოვიყვანე მანქანიდან.

[ჟურნალისტის შეკითხვა] რა გითხრათ თამაზმა, რისი თქმა მოასწრო?

აღარაფერი. დამჭრაო… ერთი წელზე მოიკიდა ხელი და ვსიო, ეგ იყო.

[ჟურნალისტის შეკითხვა] რამდენი ჭრილობა ჰქონდა?

2 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

[ჟურნალისტის შეკითხვა] სად ჰქონდა მოხვედრილი?

ზურგის, ხერხემლის არეში.

სასწრაფოში დარეკვის მერე დამაკავეს და წამიყვანეს. იმის მერე რა მოხდა, აღარ ვიცი. ყველას რომ გავაგებინე, იმის მერე 7 მოვიდა და წამიყვანეს.

[გინტურის მკვლელი] დავინახე ვინაა, მაგრამ ცნობით ვერ ამოვიცნობ.

იყო შეურაცხყოფაც, დარტყმაც. ზოგი კონდახით, ზოგი ხელით… მაგას ნამდვილად ვეღარ ვიგებდი უკვე“, – განაცხადა ლევან დოთიაშვილმა

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...