პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისს და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ფრაგულ ტელეარხ “France 24”-სთვის მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით:
,,ნაციონალური მოძრაობის” მანდატებით, იმპიჩმენტს ხელოვნურად გადარჩენილი სალომე ზურაბიშვილი, დღეს ესაუბრება მტკიცებით ფორმაში, თურმე როგორი უნდა იყოს ქართველი ხალხის გადაწყვეტილება – ეს არის სირცხვილი.
სალომე ზურაბიშვილი, გეუბნებით, არის კონსტიტუციის, მთავარი კანონის დამრღვევი. ამის შემდეგ ამ ქალბატონთან დაკავშირებით ყველაფერი ნათქვამი არის.
სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტი არ არის ბრძენი ქართველი ხალხი, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი