ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

ახალი წლები მარტო ციფრების ცვლა არ არის – თამარ ბელქანია

თსუ-ს პროფესორი, ჟურნალისტი თამარ ბელქანია წლების წინანდელ ამბავს იხსენებს. ნაწყენი ადამიანის შემორიგების ლამაზი ისტორია, – ასე შეიძლება ვუწოდოთ მის მიერ მოყოლილ ამ ამბავს:

“2000 წელია. ტელეკომპანია “იბერიაში” ახალ ამბებში ვმუშაობ. მაშინ ტელევიზია იყო მარჯანიშვილის მეტროს თავზე უზარმაზარ შენობაში მეთერთმეტე სართულზე, რაც მთავარია არასდროს მუშაობდა ლიფტი და ყოველ ჯერზე, დღეში სამჯერ ოთხჯერ ხუთჯერ ავდიოდით და ჩამოვდიოდით ფეხით! მაგრამ სიყვარულიც ალბათ ესააა, რომ გიყვარს და სულ არაა საჭირო მასთან მისასვლელი (კომფორტული) გზები)))

ხოდა მოხდა ისე რომ ამ მარათონში ერთ ადამიანს ვაწყენინე თურმე, მე ამ სიჩქარეში ვერც მივხვდი…გავიდა დრო და აღმოვაჩინე რომ თავს მარიდებს – თვალს მარიდებს და მეხსიერების “კადრები უკან რომ გადავახვიე” მივხვდი არიდების მიზეზს. ის ჩემზე ბევრად უფროსი იყო და მასთან მისასვლელი გზები არც თავი და მით უფრო პირი აღარ მქონდა.

ხოდა, რამდენიმე წამი იყო დარჩენილი ახალწლამდე და კახა გაგლოშვილის ოთახთან პატარა ჰოლში გვქონდა მოწყობილი შამპანურიფართი, ვხედავ ესეც შემოვიდა, ჯერ ვიფიქრე გავალთქო და მერე ავავსე შამპანურით ბოკალი)) და მივაწოდე, მეთქი არავინ იცის რა ხდება 2000 წლის მერე და ნაწყენი არ მინდა იყოთქო))

ახლაც მახსოვს მისი თვალები მოულოდნელობისაგან როგორ დამრგვალდა
ხოდა მოასწარით უკან დახევა ეს დამიჯერეთ ბევრად წინ წაგწევთ ახალ წელს!
გისურვვებთ გვერდით ისეთივე მეგობარს როგორიც ის დღეს არის ჩემთვის!
მე მაპატიეთ!

ახალი წლები მარტო ციფრების ცვლა არ არის)))”, – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე თამარ ბელქანია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული