სამშაბათი, ივლისი 8, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოაComCom-ის მედიალაბმა “იდეადრომის” გამარჯვებულები დააჯილდოვა

ComCom-ის მედიალაბმა “იდეადრომის” გამარჯვებულები დააჯილდოვა

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა, სტარტაპ იდეების კონკურსის “იდეადრომის” გამარჯვებულები გამოავლინა. საპრიზო ფონდი 10 000 ლარს შეადგენდა. კონკურსი მიზნად ციფრული მედიის სფეროში ინოვაციური სტარტაპიდეების მქონე ახალგაზრდების აღმოჩენას და მათი პროექტების ხელშეწყობას ისახავს.

კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით, I ადგილზე გავიდა პლატფორმა “Widgera”, რომელიც მომხმარებლებს ეხმარება გამოცდილების გარეშე შექმნან მრავალფუნქციური საიტი და აპლიკაცია. II ადგილი დაიკავა ინოვაციურმა პლატფორმა “FlexUP”-მა, რომელიც ადამიანებს დღიური სამუშაოსთვის კადრების დაქირავების პროცესსა და სამუშაოს მოძიებას უმარტივებს. ხოლო, III ადგილი წერა-კითხვის და ჟესტების შემსწავლელმა აპლიკაცია “Wisp”-მა, ერთ ლოკაციაზე მცხოვრები ადამიანების დამაკავშირებელმა პლატფორმა “Mezobell”-მა და მოგზაური ქალების უსაფრთხოების პლატფორმა “saFEM”-მ გაინაწილეს.

“იდეადრომის” ფარგლებში, მონაწილე გუნდებმა პროფესიონალი მენტორებისა და მოწვეული ტრენერების დახმარებით, გაიარეს 5 დღიანი ინტენსიური სწავლება ბიზნეს მოდელის შექმნის, ვალიდაციის სტრატეგიისა და პროტოტიპის შემუშავების, პროდუქტის განვითარების, ინდუსტრიის ანალიზის, ასევე, კონკურენტების შესწავლისა და ინვესტორებთან მოლაპარაკებების ხელოვნების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ “იდეადრომი” უკვე მეშვიდედ, წარმატებით ჩატარდა, ხოლო წინა კონკურსებში მონაწილე არაერთმა გუნდმა, სტარტაპ იდეის რეალობად ქცევა და მათი საერთაშორისო ბაზარზე გატანაც შეძლო.

ინფორმაციას კომუნიკაციების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...