საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ,,ხალხის ძალა”-ს წევრი გურამ მაჭარაშვილი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტებთან დაკავშირებით და განმარტავს, თუ რამდენადაა შესაძლებელი პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტთან ერთად დაესწროს ღონისძიებას პარიზში:
,,პრეზიდენტი იქცევა არაევროპულად, ის არ სცემს პატივს საქართველოს კონსტიტუციას და ის ვინც იქცევა არაევროპულად მასთან ბუნებრივია პრემიერ-მინისტრს არანაირი სურვილი არ აქვს, რომ წავიდეს უცხოეთში.
მოდი თქვენ ნუ გადაწყვიტავთ – ვინ ჩათვლის, რომ დაარღვია ზურაბიშვილმა კონსტიტუცია და არ დაარღვია იმიტომ, რომ თუ პარტნიორი არ სცემს პატივს მეგობარი ქვეყნის საკონტუტიციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, რომ ეს არის ძალიან უხერხული, მაგრამ ასეთი რამ არ არსებობს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ელჩები თუ მივიდნენ და საქართველოს მიულოცეს ევროინტეგრაციის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე პოზიტიური გადაწყვეტილება, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არ აღიარებენ, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია.
რაც შეეხება, მის ვიზიტებს აქამდე არაფერი მოუტანია საწინააღმდეგოს გარდა, ვერც ახლა ვერ მოიტანს, თუ ის არ შეიცვლის პოზიციას.
მისი საქციელები უკვე არამხოლოდ ანტისახელმწიფოებრივი, არასერიოზული ხდება და თუ ის ასე გააგრძელებს – არამხოლოდ მის პოლიტიკაში წასვლას უწინასწარმეტყველებენ, საზოგადოებრივ მოძრაობაშიც კი არავინ მიიღებს ასეთ პრეზიდენტს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი