კვირა, მაისი 11, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანსჯის საგანი"ამ სიტყვას ვამბობ პირველად და უკანასკნელად" - ინგა...

“ამ სიტყვას ვამბობ პირველად და უკანასკნელად” – ინგა გრიგოლია ფინანსთა მინიტრის გამონათქვამს იმეორებს

ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანსა და ცალკეული ტელეკომპანიების მედია-მენეჯერებს შორის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა ტელეკომპანია “პირველის” გენერალურმა დირექტორმა ინგა გრიგოლია და აღნიშნული შეხვედრის სკანდალურ დეტალებს უზიარებს საზოგადოებას:

შეხვედრა დავტოვე პროტესტის ნიშნად, იმიტომ რომ უბრალოდ შეხვედრა შედგა მინისტრსა და მედია მენეჯერებს შორის, მხოლოდ ამისთვის ნამდვილად ვერ ვიჯდებოდი. მინისტრი, რომელსაც დაავალეს, ასეთი გადაწყვეტილება მიეღო, იდგა და იმის ნაცვლად, რომ პასუხი გაეცა, თუ რატომ ჩაგვაყენა ასეთ უსამართლო პირობებში, გვიყვებოდა ხანგრძლივ და დაუსრულებელ ისტორიას, – რატომ დაედო ვალები “რუსთავი 2”-ს, “იმედს”. ჩვენ ვუთხარით, რომ ეს არ გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს და მინისტრისგან ვითხოვდი პასუხს – რატომ ჩაგვაყენეთ ასეთ უსამართლო მდგომარეობაში. მას წამოცდა საუბრის დროს, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ აღნიშნულ ტელევიზიებს არ გადაახდევინეს ვალი იმ პერიოდში.

მე რაც გამოვედი და შემდგომ გავიგე, მინისტრი ისტერიული თუ წარმოუდგენელი ემოციებით სავსე ელაპარაკებოდა დარჩენილ სამ ადამიანს (“ტვ პირველის” ფინანსური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, ნათია კუპრაშვილი – ინგა გრიგოლიას განმარტებით), გაინტერესებთ ვანო მაჭავარიანი რა სიტყვებს ეუბნებოდა იქ მყოფ მედია მენეჯერებს? ის სიტყვა, რაც უნდა ვთქვა პირდაპირ ეთერში, იქნება პირველად და უკანასკნელად, ფინანსთა მინისტრმა თავის წინამორბედებზე თქვა ეს სიტყვა – “ისინი იყვნენ უ*რაკოები”. აი ეს სიტყვა გაიმეორა სამჯერ.

მაპატიეთ, რომ ეს სიტყვა ვთქვი, მაგრამ მე ეს სიტყვა უნდა მეთქვა, იმიტომ რომ ამან გააჩინა პროტესტი –  როდესაც მთავრობის წევრი, ასეთი კრიზისული სიტუაციის დროს, მედიამენეჯერებთან ასეთ სიტყვებს ხმარობს, ეს არის ყველაზე შეურაცხმყოფელი. და მთავარი რა არის იცით, ხალხო? ეს სიტყვა მან თქვა წინამორბედ მინისტრზე, შესაბამისად ყოფილ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეზე.

ანუ ვანო მაჭავარიანმა, ფინანსთა მინისტრმა, ჩემს კოლეგებს, იმ შეხვედრაზე უთხრა რომ მამუკა ბახტაძე იყო უ*რაკოო“, – აღნიშნავს ინგა გრიგოლია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მეგობარი აქტის” მიღება არის ძალიან მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის” – თინა ბოკუჩავა

“მეგობარი აქტის მიღება არის ძალიან მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის -...

“ნუ ბორძიკობთ, გვითხარით პირდაპირ, რომელი პარტიები მიდიხართ თვითმმართველობის არჩევნებზე?!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს...

“მეგობარი აქტი” არის პასუხი მოძალადე რეჟიმის ქმედებებზე. ამერიკამ მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს და არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმიანება აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...