ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

ადგილობრივი სანერგეები წლებია გაკოტრებულია, მხოლოდ 1 მიზეზის გამო, ხეებს მათგან არ ყიდულობდა მერია – ნატა ფერაძე

პარტიზანული მებაღეობის წევრი, სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე ადგილობრივი სანერგეების მიზანმიმართულ გაკოტრებასა და უცხოეთიდან ძვირადღირებული ნერგებისა თუ ინვენტარის შემოტანის ინტერესზე საუბრობს:

“ადგილობრივი სანერგეები წლებია გაკოტრებულია, მხოლოდ 1 მიზეზის გამო – ხეებს ადგილობრივი სანერგეებისგან არ ყიდულობდა მერია, ტენდერი ცხადდებოდა ისეთ სახეობებზე, რაც არ ქონდათ ადგილობრივ სანერგეებში და აპრიორი იმპორტზე იყო გათვლილი. (აპრიორი შეთანხმებულ ფირმასთან). ამ ხეების უმეტესობა სრულიად შეუსაბამო იყო და ვერც გაიხარა, ჩანაცვლებას საჭიროებს. (მსოფლიოში ყველა ცივილიზებული სამსახური პრიორიტეტს ენდემურს, ადგილობრივს ანიჭებს და ერიდება ეგზოტებით ექსპერიმენტებს ქალაქებში, გახარების დაბალი პროცენტის, მოვლის სირთულის და ტრანსპორტირების სიძვირის გამო).

დღემდე ასე ცხადდება მცენარეების შესყიდვაზე ტენდერები, თან უმეტესად ფასი და სახეობა იტალიურ (პისტოიას რეგიონი) სანერგეებზეა მორგებული.
აქაური სანერგეების ადგილას კი კორპუსებს აშენებენ, თანამშრომლები უმუშევარი დარჩნენ.

ასევე იყო საახალწლო დეკორაციებზე, ადგილობრივი არტისტები და ხელოსნები საქმდებოდნენ, ბოლო წლებია ბიუჯეტის ეს ხარჯიც იტალიაში მიდის. და კიდე არაერთი ადგილობრივის ბიუჯეტს დაენ*რა.

ჭავჭავაძის გამზირზე დასადგამი სკამები აბა ამოიცანით, სად იყიდა *ლეკალამ? კი, მილანში. (და დოხ*ა თანხა ხია)

ხოდა ბიძინამაც ხომ გვითხრა – დაახვიეთ ქვეყნიდანო?

დროა იმან დაახვიოს, ვინც საჭიროა.
აქ ცხოვრება და მუშაობა გავხადოთ შესაძლებელი და სასიამოვნო და არა საკმაოდ რთული, დამღლელი და უმეტსად წარუმატებელი ბრძოლა გადარჩენისთვის’, – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე ნატა ფერაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული