დაბოღმილი ხალხი მორჩით განათებულ თბილისზე ღლიცინს – ნინო ჯღარკავა

1251

დედაქალაქის საახალწლო მორთვისა და ნაძვის ხის ირგვლივ არსებულ აზრთა სხვადასხვაობასა თუ გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს ეხმიანება ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა:

ის დაბოღმილი ხალხი მაინც მორჩით განათებულ თბილისზე ღლიცინს, სააკაშვილ-უგულავას დროს დიდი კოვზით და პატარა ქილით საცივის რიგში რომ იდექით თავისუფლების მოედანზე, ამაზე მეტად როგორ უნდა დაცინო შენს მოსახლეობას, რომ დიდი ქვაბით საცივი მოუხარშო მოედანზე და გამწარებულ, მშიერ ხალხს ლუკმები დაუთვალო.

აი ასეთი ახალი წლები გვქონდა სააკაშვილის დროს და მოკეტეთ ახლა, ხოო ინტელიგენციას თითო ინდაურს რომ უგზავნიდა სახლში, ყვაოდა ეკონომიკა იმ დროს!” – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე ნინო ჯღარკავა.

კომენტარები