ორშაბათი, ივლისი 7, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიგიორგი ვაშაძე - თბილისი არის საცობების ქალაქი, საქართველო...

გიორგი ვაშაძე – თბილისი არის საცობების ქალაქი, საქართველო საცობების ქვეყანა და აღმოსავლეთ-დასავლეთის გზაგასაყარზე ერთი დიდი ჩიხი წარმოიშვა

23 პროექტიდან სრულფასოვნად შესრულდა მხოლოდ ორი პროექტი. პროექტების აბსოლუტური უმრავლესობა კვლავ შეუსრულებელია. ნებისმიერ სახელმწიფოს ინფრასტრუქტურა სჭირდება იმისთვის, რომ ეკონომიკა განავითაროს. მეტი ინვესტიცია გზებში, რკინიგზაში, აეროპორტში ქმნის მეტ დოვლათს, მეტ სამუშაო ადგილს, მეტ ეკონომიკას. ჩვენთან სამწუხაროდ, ეს ასე არ ხდება. ჩვენ საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემასთან. არის ან სისტემური გულგრილობა, ან სისტემური კორუფცია, რადგან ფაქტობრივად, არც ერთი პროექტი ბოლომდე არ არის მიყვანილი“, – ამის შესახებ დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ირაკლი ქარსელაძეს მოუსმინეს.

მისი თქმით, სავალუტო ფონდს ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით აქვს ინდექსი, რომლის მიხედვით, საქართველოს სარკინიგზო მომსახურების ხარისხს 100 ქულიდან აქვს 48 ქულა, საავტომობილო გზის ხარისხს – 46, რკინიგზის სიმჭიდროვეს- 46, საზღვაო პორტების მომსახურებას – 45, აეროპორტებს – 40 ქულა, დიდი გემების მიღების შესაძლებლობას – 6 ქულა.

როდესაც ინფრასტრუქტურა არის ერთ-ერთი მთავარი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, როგორ უნდა განვითარდეს ეკონომიკა?! როგორ უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები?! ეს არის მთავარი პრობლემა. სამწუხაროდ, თბილისი არის საცობების ქალაქი, საქართველო საცობების ქვეყანა და აღმოსავლეთ-დასავლეთის გზაგასაყარზე ერთი დიდი ჩიხი წარმოიშვა. ეს არის სამწუხარო რეალობა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ლევან ხაბეიშვილი: დიდი წმენდაა დაწყებული “ოცნებაში”

„დიდი წმენდაა დაწყებული „ოცნებაში“, ლილუაშვილს ქვეყნიდან გასვლა აქვს აკრძალული,...

“საკუთარ თავთან ბრძოლაში ნუ ჩაიჯ*ამთ” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მორიგი წერილი საპატიმროდან,...

“ლელოს” გადაწყვეტილება არის წინააღმდეგობის მოძრაობის ღალატი” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...