spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"როდესაც დეპუტატის გამოსვლის დროს გარკვეული ზღვარი იქნება ...

“როდესაც დეპუტატის გამოსვლის დროს გარკვეული ზღვარი იქნება გადალახული, მექნება რეაგირება” – შალვა პაპუაშვილი

სამწუხაროდ, ჩვენი პარლამენტი არ არის დაცლილი ეთიკის გარკვეულ ზღვარზე სიარულისგან, ხანდახან გადამეტებებით, რაც საერთო კონტექსტით არის განპირობებული. სამწუხაროდ, ისეთი წრეა, სადაც რთულია შემდეგ ტყუილ-მართალის გარკვევა და მიდის ურთიერთბრალდებები. მე, ჩემი მხრივ, როდესაც გამოსვლის დროს გარკვეული ზღვარი იქნება გადალახული, მექნება რეაგირება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, გუშინ, პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას გამოსვლის დროს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ირაკლი ბერაიას გუშინდელ გამოსვლას ჰქონდა შინაარსობრივი ნაწილი, რაც კრიტიკას შეეხებოდა და ამ ნაწილს უმრავლესობის წევრები იზიარებენ, თუმცა, რაც შეეხება იმ ნაწილს, სადაც იყო პიროვნული, გარკვეულწილად ეთიკური ჩარჩოებიდან გასვლა, ირაკლი ბერაიამ ამასთან დაკავშირებით ბოდიში მოიხადა:

მე არ მახსენდება ოპოზიციიდან ვინმე, ერთი ადამიანი – ქალი ან კაცი, რომ ბოდიში მოეხადა. საერთოდ რაც აქ, მაგალითად, თეა წულუკიანს ოთხმა ქალმა დეპუტატმა აკადრა და რაც სხვა დროსაც ყოფილა, ამიტომ თუ გამოვიტანთ გუშინდელი დღიდან დასკვნას: ერთი რამ არის, შეიძლება ყველას მოუვიდეს რაღაც გადაცდომა.

აქ მნიშვნელოვანი მომენტი ის არის, რომ ბატონმა ირაკლიმ, რაც შეეხებოდა მისი გამოსვლის ბოლო 5 წამს, თქვა, რომ შეიძლება გადაამეტა ამ მხრივ და ბოდიში მოიხადა. მოდი, დავაფასოთ ეს ბოდიში. ეს კულტურა იქნებ როგორმე თქვენთანაც დაამკვიდროთ და როგორმე ბოდიშის მოხდა თქვენც შეძლოთ ხოლმე, როდესაც ასეთი გადამეტება ხდება.

თუნდაც დღეს, ქალბატონმა ანა წითლიძემ რაც იკადრა, რა სიტყვებიც თქვა და არც გუშინ დაუკლია მას. მე, ყველანაირად შევეცდები, როდესაც დეპუტატის გამოსვლის დროს გარკვეული ზღვარი იქნება გადალახული, მქონდეს რეაგირება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ნეტა არ გადავირეოდეთ მთელი საქართველო…” – ნინო ჯანგირაშვილი

სოციალურ ქსელში პეტერ მადიართან დაკავშირებით დაფიქსირებულ განსაკუთრებულ დამოკიდებულებასთან ერთად...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...

“ჩვენც უნდა გვახსოვდეს და სხვამაც უნდა იცოდეს, რომ პასუხისმგებლობას ყველანი თანაბრად ვიღებთ და ვინაწილებთ”...

საზოგადოებაში წამოწეულ კონკრეტულ საკითხებს თუ შეკითხვებს, ერთგვარი მინიშნებებით და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...