ორშაბათი, მაისი 12, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ფაქტია რომ სანქცირებულია მოქმედი მოსამართლეები! ამას გვერდს ვერ...

“ფაქტია რომ სანქცირებულია მოქმედი მოსამართლეები! ამას გვერდს ვერ აუვლის ვერავინ” – ნაზი ჯანეზაშვილი

ორგანიზაცია ,,სასამართლოს გუშაგის” დამფუძნებელი, ნაზი ჯანეზაშვილი ჟურნალისტებთან კომენტარში საუბრობს არამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციებსა და ხელისუფლების რეაგირებებზე სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით და ასევე, კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს “ქართული უცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კრიტიკულ შეფასებებზე, რომელიც გააკეთა 51 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაზე:

,,არასამთავრობო ორგანიზაციების მანდატის ფუნქცია არის ის, რომ ჩვენ ვრეაგირებთ ისეთ საკითხებზე, რომლებიც ეხება ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას, დემოკრატიას და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებს საქართველოში და მას ვაკვირდებით.

საერთაშორისო ურთიერთობები კი არის სახელმწიფოსა და ხელისუფლების პრეროგატივა. თუკი მათ უნდათ რომელიმე ქვეყანასთან მომავალი და ჯანსაღი ურთიერთობა, თვითონ უნდა გადადგან ამისთვის ქმედითი ნაბიჯები.

ეს განცხადებები, რაც არის ამ შემთხვევაში ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან, რეალურად არის გაგრძელება იმ დიდი რიტორიკის, რომელსაც ჩვენ დიდი ხანია ვუყურებთ, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ ხორციელდება და აქვს კამპანიური ხასიათი.

რეალურად, როგორც ჩანს, მათ არ მოსწონთ მთელი გამოვლენილი ფაქტები, შემთხვევები, შედეგები ამა თუ იმ კვლევისა და მონიტორინგის და ასეთი ფორმით რეაგირებენ ამ ყველაფერზე.

ფაქტია, რომ სანქცირებულია მოქმედი მოსამართლეები, ეს არის ფაქტი, ამას გვერდს ვერ აუვლის ვერავინ. ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ. ისინი მხოლოდ იცავენ ამ ადამიანებს და არ ატარებენ გამოძიებას, რომელიც შეისწავლის სისტემაში არსებულ სიტუაციას. ეს იქნებოდა პროკურატურის მხრიდან, ასე ვთქვათ, ჩატარებული სამართლებრივი გზებით განხორციელებული გამოძიება, თუ პარლამენტის მხრიდან საგამოძიებო კომისიის შექმნის კუთხით, რაზეც მათ უარი თქვეს და ამით კიდევ ერთხელ დაიცვეს თავისი მოკავშირეები, მოსამართლეებს ვგულისხმობ’’, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აი ხომ გგონია, რომ ოკუპაცია ამ ღობესთან მთავრდება?…” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“წულუკიანის კომისია ვეღარ ქაჩავს მიშას შავ პიარს და გახარიას მრევლი გამოეფინა დამხმარე ძალად?” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რეგაქტორი, ელისო კილაძე (არა)რიტორიკული შეკითხვის დასმით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“საზოგადოება ვერ ამარცხებს დიქტატურას, რადგან ოპოზიცია არ ვარგა” – მიშა მშვილდაძე

ტელეწამყვანი, ტვ ,,ფორმულას” თანადამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე, ქვეყანაში შექმნილი რეალობის...

“ვინც ამ პირობებში, ფუნდამენტური ცვლილებების გარეშე წავა რაიმე სახის არჩევნებზე, ის არის ჩვეულებრივი კოლაბორაციონისტი...

კლინიკა “ვივამედიდან”, თავის სასამართლო პროცესზე ჩართვისას და სიტყვით გამოსვლისას,...