საპარლამენტო პოლიტიკური ჯფუფის ,,ევროოპტიმისტების” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ჟურნალისტებთან მწვავე კომენტარს აკეთებს ჩინეთში გამართულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, სადაც საქართველოს ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუნტინთან ერთად ესწრებოდა:
,,დელეგაციის მონაწილეობას იმ ფორუმზე, სადაც იყო პუტინი, ბუნებრივია, რომ ეს არის არასწორი. თუნდაც იქ რომ ყოფილიყო, რაღაც გარემოებათა გამო დავუშვათ, ვინმე საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლებელია საქართველოსაც ეხებოდეს, ელემენტარული ზნეობრივი პოზიცია არსებობს, რომ სუფრაზე მაინც არ დაჯდებოდა ის ადამიანი.
საქართველოს ვიცე-პრემიერი პუტინთან ერთ, ასე ვთქვათ, სუფრაზე, რომელიც ასევე, პოლიტიკური სუფრა იყო, ეს ნიშნავს როგორც მორალურ, ასევე პოლიტიკურ კრახს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი