შაბათი, ნოემბერი 8, 2025
6.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისაგარეო პოლიტიკაALDE-ს მიწვევით ნანა ტოხვაძე ლიბერალ ქალთა ყოველწლიურ სამიტს...

ALDE-ს მიწვევით ნანა ტოხვაძე ლიბერალ ქალთა ყოველწლიურ სამიტს დაესწრო

27-28 ოქტომბერს ამსტერდამში, ALDE-ს ორგანიზებითა და მხარდაჭერით ლიბერალ ქალთა ალიანსის სამიტი გაიმართა, რომელსაც “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ნანა ტოხვაძე დაესწრო.

ორდღიან სამიტს ალდეს პოლიტიკური ოჯახის წევრი პარტიების წარმომადგენლები – FDP, VVD, D66 და სხვა პარტნიორი ევროპული ფონდები (ELF, FNF ) ესწრებოდნენ, რომლებიც ქალთა პოლიტიკური გაძლიერებისა და მხარდაჭერის პროგრამებს ახორციელებენ.

აღნიშნული სამიტის ფარგლებში გახსნით ღონისძიებაში ამავე პროგრამის კურსდამთავრებულები: გერმანიის განათლების მინისტრი – ბეტინა სტარკი; ესტონეთის კულტურის მინისტრი – ჰაიდი პურგა; შვედეთის გარემოს დაცვის მინისტრი; ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ-მინისტრი; მოქმედი და ყოფილი ევროპარლამენტარები; ALDE-ს ვიცე-პრეზიდენტები და ახალარჩეული გენერალური მდივანი მონაწილეობდნენ.

სამიტის და სამუშაო ჯგუფების მთავარ ამოცანას ალიანსის წევრი, პოლიტიკაში ჩართული ქალების გაძლიერება და სამომავლოდ მათ მიმართ ეფექტიანი მხარდაჭერა წარმოადგენდა.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძეს ლი ციანმა ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ჩინეთის სახალხო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მორჩა თქვენი მორალური უპირატესობა, ქოცებო‼️” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, ორი ხელისუფლების თავდაცვის...

“ახლა მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, იგივე ჰაკიმ ფაშა ტრიტრის, მოერიდოს…” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 3 წლის წინანდელ ფაქტებს...

“გამოდით უნდა დაგთვალოთ, ვინც ქვეყანა გადააყოლეთ კომპლექსებს და მიშას სიძულვილს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საქართველოს პროკურატურის...