სამშაბათი, აპრილი 30, 2024

თბილისში მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები გრძელდება

🟣საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მოსახლეობის 2024 წლის აღწერის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში ქ. თბილისში საცხოვრისების შემოვლასა და შესაბამისი ინფორმაციის შეგროვებას განაგრძობს. პირველი ეტაპის სამუშაოები არსებული შენობებისა და მათში ფაქტიურად მცხოვრები შინამეურნეობების სიების შედგენას გულისხმობს.📊📈📉

✅24 ოქტომბრიდან მოსამზადებელი სამუშაოები მთაწმინდის, ვაკის, საბურთალოს, გლდანისა და ისნის რაიონებში დაიწყო და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მოსამზადებელი სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება და დეკემბრის პირველ ნახევრამდე თბილისის ყველა რაიონს მოიცავს.

✅სამუშაოებს საქსტატის მიერ გადამზადებული 900-მდე პერსონალი განახორციელებს. მონაცემთა შეგროვება თანამედროვე ტექნოლოგიებით მიმდინარეობს, რომლის დროსაც გამოიყენება პლანშეტური კომპიუტერები.

✅ პირველი ეტაპის სამუშაოების დროს შეგროვდება ინფორმაცია ქვეყნის შინამეურნეობებისა და მათში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობის შესახებ, თითოეული საცხოვრისის მიხედვით, რაც აუცილებელია მოსახლეობის მომდევნო აღწერის ჩასატარებლად.

✅ მოსახლეობის აღწერის ძირითადი მონაცემების შეგროვება 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში იგეგმება, რომლის დროსაც მიიღება დეტალური მონაცემები მოსახლეობის რაოდენობის და მისი შემადგენლობის, ასევე სხვადასხვა სახის დემოგრაფიული, სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლების შესახებ, თვითმმართველი ერთეულებისა და დასახლებების მიხედვით.

✅ აღნიშნული ინფორმაცია აუცილებელია ქვეყნის მოსახლეობის დემოგრაფიული ვითარების დადგენის, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრისა და საზოგადოების ინფორმირების მიზნით. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან წყაროს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებით გათვალისწინებული აქტივობების შესაფასებლად.

✅ აღწერაზე გაწეული დანახარჯებისა და ადამიანური რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, 2024 წელს, მოსახლეობის აღწერასთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო აღწერაც ჩატარდება. შესაბამისად, დემოგრაფიულ და სოციალურ მონაცემებთან ერთად, შეგროვდება ინფორმაცია შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებ.

🟣 საქართველოში უკანასკნელი აღწერა 2014 წელს ჩატარდა.

ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული