ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველო უკვე მართლა ზის რუსეთთან და ჩინეთთან ერთად"...

“საქართველო უკვე მართლა ზის რუსეთთან და ჩინეთთან ერთად” – გრიგოლ გეგელია

18 ოქტომბერს ჩინეთში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუნტინთან ერთად ესწრებოდა. თემასთან დაკავშირებით მწვავე განცხადება გააკეთა პარტია ,,ლელო საქართველოსთვის” საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ:

,,იმ ფონზე, როდესაც ეს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რეალურად არ გადაიდგას ნაბიჯები წინ დასავლეთისკენ, ჩვენ ვხედავთ, რომ ამავე დროს, ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს ზის, დიახ, რუსეთთან და ჩინეთთან ერთად. ეს უკვე არის არა მარტო თეორიული რიტორიკული რამ, არამედ პრაქტიკა. საქართველო უკვე მართლა ზის რუსეთთან და ჩინეთთან ერთად.

ვნახულობთ რეგულარულად, რომ ეს ხელისუფლება აღმასრულებელ საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს ისე, რომ საქართველოს პარლამენტი საეროდ არ არის ინფორმირებული ამ გადაწყეტილებებთან დაკავშირებით.

ერთი ასეთი იყო, რა თქმა უნდა, ჩინეთთან ხელმოწერილი ხელშეკრულება და ახლა ვხედავთ, რომ ამ ტიპის ფორმატშიც, საქართველოს ვიცე-პრემიერი ჩანს ისე, რომ აშკარად არავითარი არსებითი განხილვა საქართველოს პარლამენტში არ ყოფილა. იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებას, რომელიც არის ავტოკრატიული რუსული ხელისუფლება, რა თქმა უნდა, არაფრად არ აინტერესებს საქართველოს პარლამენტი, დემოკრატია და დემოკრატიული პროცედურები“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რატომ არ მიაქვთ მზია ამაღლობელის საქმე სტრასბურგის სასამართლოში?” – ნინო წილოსანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში...

“შევქმნათ ერთიანი ფრონტი, რომლის შექმნის პირობებშიც ძალიან მყისიერად შეიცვლება რეჟიმი” – თინა ბოკუჩავა

“ეს ყველაფერი უნდა იყოს ბიძგი დემოკრატიული სპექტრისთვის, რომ ვკონსოლიდირდეთ,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ქოცნების” ლოგიკით გამოდის, რომ არც სააკაშვილმა იცოდა, რასაც განზრახ უკეთებდა გარეული თუ შინაური მტერი”...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, საგამოძიებო კომისიაზე...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...