სამშაბათი, ივლისი 15, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისერგო ჩიხლაძე - არავის გაუვა ანტიამერიკული და ანტიევროპული...

სერგო ჩიხლაძე – არავის გაუვა ანტიამერიკული და ანტიევროპული პროპაგანდა, ყველა ასეთი ადამიანი დასანქცირდება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციის ლიდერებმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, მორიგი უმაღლესი დონის შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდში გამართეს.

გიორგი ვაშაძემ, თინა ბოკუჩავამ, პეტრე ცისკარიშვილმა, სერგო ჩიხლაძემ და ალექსანდრე კრევო-ასათიანმა სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ საგარეო მდივანი, სერგო ჩიხლაძე აღნიშნავს, ამერიკელი პარტნიორები საქართველოში ანტიამერიკული და ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელებას არ დაუშვებენ:

შეხვედრების მეოთხეა დღე ვაშინგტონში. დღევანდელი შეხვედრები იყო სენატში, კონგრესსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდში. ჩვენი მეგობრების გზავნილი ყველგან საერთოა:

პირველი, დააკვირდებიან მომავალ არჩევნებს და უკვე ახლა იწყება ამ პროცესზე დაკვირვება და მთავარი გზავნილია, რომ არცერთ გაყალბების შემთხვევას აღარ შეეგუება აშშ.

მეორე – როგორც ევროკავშირში, ისე ნატო- ში ინტეგრაციის კუთხით აუცილებელია რეფორმები და ამ რეფორმების აჯენდას აკვირდება აშშ და მზად არიან, რომ ყველა ამ პროცესში დაგვეხმარონ.

მესამე – არ იქნება დაშვებული და არავის გაუვა ანტიამერიკული და ანტიევროპული პროპაგანდა და ყველა ასეთი ადამიანი, პირდაპირ ვიტყვი, რომ დასანქცირდება ან სხვა სახის ზომები იქნება მათ წინააღმდეგ მიღებული.

მეოთხე – ეს არის ვიზების გამარტივების საკითხი, საგანმანათლებლო პროგრამები, დემოკრატიული და სამოქალაქო საზოგადოების ხელშემწყობი და მხარდამჭერი პროგრამები აშშ-დან. აი, ეს არის საკითხების ნუსხა, რომლებზეც სრული მხარდაჭერაა აშშ-ს მხრიდან”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს არა მხოლოდ უდიდესი ღალატის აქტია, არამედ ამ 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ შემდგომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მწვავე პოზიცია-შეფასება, მმართველი პარტიის...

“ქართულ ოცნებაში” მიმდინარე “რაზბორკები” ადასტურებს, რომ ის თავისი ბუნებით მაფიოზური წარმონაქმნია – გია ნოდია

ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შექმილი რეალობის შესახებ საუბრობს განათლების ყოფილი...

კახა კალაძე ენჯეოებზე: “ისინი ჩართულები იყვნენ რევოლუციურ სცენარში და მცდელობები ჰქონდათ, ქვეყანაში მოეწყოთ სახელმწიფო...

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოში არსებული რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ...

“მეოთხე მშობელია, ვინც შვილის პატიმრობას ვერ გაუძლო!” – ელისო კილაძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დედის...

ელისო კილაძე ემოციურ სტატუსს აქვეყნებს სოციალურ ქსელში, მძიმე მინიშნებებით: "ჯაფარას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“ჩემი აზრით “ლელოსთან” შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას და თავის პოზიციას...

“ასე გვაკლდება კაცები და ვრჩებით მოგონებებთან” – ნადიმ ხმალაძე ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში ნაბრძოლი ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს...