ხუთშაბათი, მაისი 16, 2024

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 28-30 ოქტომბრის პერიოდისთვის

27 ოქტომბერს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 28 ოქტომბრიდან 3 დღის განმავლობაში.

ლარი თითქმის 2-კვირიანი მეტნაკლები სტაბილურობა გასულ კვირაშიც გაგრძელდა, თუმცა უფრო გაუფასურების ნიშნებით, რაც აშშ დოლართან მიმართებაშიც აისახა. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

24 ოქტომბერი – 2.6971;
25 ოქტომბერი – 2.6997;
26 ოქტომბერი – 2.7052;
27 ოქტომბერი – 2.7058.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე მცირედით, მაგრამ, გამყარდა 0.0021 ლარით და 1 აშშ დოლარი 28 ოქტომბრიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.7037 ლარი.

ანალოგიური სიტუაცია იყო ევროსთან მიმართებაშიც. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

24 ოქტომბერი – 2.8595;
25 ოქტომბერი – 2.8703;
26 ოქტომბერი – 2.8607;
27 ოქტომბერი – 2.8519.

ბოლო ვაჭრობაზე ლარი ევროსთან 0.0046 ლარით გაუფასურდა და 28 ოქტომბრიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.8565 ლარი.

სხვა ვალუტებთან მიმართებაშიც მეტნაკლებად პრაქტიკულად იგივე მდგომარეობა გამოიკვეთა. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით):

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.2793 ლარი (გაუფასურდა 0.0107 ლარით)
1 თურქული ლირა – 0.0959 ლარი (გამყარდა 0.0003 ლარით)
10 უკრაინული გრივნა – 0.7422 (გაუფასურდა 0.0011 ლარით)
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5929 ლარი (გამყარდა 0.0013 ლარით)
1000 სომხური დრამი – 6.7399 ლარი (გამყარდა 0.0086 ლარით)
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.0028 ლარი (გამყარდა 0.0090 ლარით)
10 ჩინური იუანი – 3.6943 ლარი (გამყარდა 0.0025 ლარით)
100 ინდური რუპია – 3.2479 ლარი (გამყარდა 0.0031 ლარით)
10 ისრაელის შეკელი – 6.6361 ლარი (გაუფასურდა 0.0020 ლარით)
100 იაპონური იენი – 1.8020 ლარი (გაუფასურდა 0.0007 ლარით)

ოქტომბრის დასაწყისიდან რუსულ რუბლთან მიმართებაში დაფიქსირებული გამყარების დინამიკა, ბოლო 2 კვირაში, ერთგვარი დასტაბილურებით და გაუფასურებით შეიცვალა. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

24 ოქტომბერი – 2.8464;
25 ოქტომბერი – 2.8827;
26 ოქტომბერი – 2.8986;
27 ოქტომბერი – 2.8878.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე 0.0221 ლარით გაუფასურდა 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 28 ოქტომბრიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 2.9099 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული