ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

ფეისბუკის ჯგუფები და გვერდები აქვეყნებდნენ კონტენტს, რომლებიც პირდაპირ კავშირში იყო საქართველოს მთავრობის საქმიანობასთან – გრამ ბრუკი

“ფეისბუკი” უსაფრთხოების განყოფილების მიერ ასობით გვერდის, ჯგუფისა და ანგარიშის გაუქმებასთან გაკეთებულ განცხადებას ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის (DFRLab) მიერ, აღნიშნულ თემაზე, კომენტარის გაკეთება მოჰყვა. ირკვევა, რომ DFRLab-მა, ფეისბუქის გამოძიების პარალელურად, საკუთარი კვლევა ჩაატარა. როგორც DFRLab-ის დირექტორი გრამ ბრუკი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განმარტავს, “ფეისბუქმა” და DFRLab-მა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩაატარეს გამოძიება საქართველოში კოორდინირებულ და არაავთენტურ საეჭვო ოპერაციებთან დაკავშირებით. ციფრულმა ლაბორატორიამ, დაახლოებით, 260 ჯგუფი და გვერდი შეისწავლა, რაშიც პერსონალური ანგარიშები არ შედიოდა.

“ფეისბუკის ჯგუფები და გვერდები აქვეყნებდნენ კონტენტს, რომლებიც პირდაპირ კავშირში იყო საქართველოს მთავრობის საქმიანობასთან და ისინი მხოლოდ ერთ პოზიციას გამოხატავდნენ. ჩვენს შესაძლებლობებზე დაყრდნობით, რაც მხოლოდ ღია წყაროებით შემოიფარგლება. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო კოორდინირებული ოპერაცია. “ფეისბუქს” აქვს საშუალება ნახოს, თუ როგორ იქცევა საეჭვო მომხმარებელი სხვადასხვა ჯგუფებში, ვის ეკუთვნის ესა თუ ის გვერდი, როდის და სად შეიქმნა ის, ვინ არის ჯგუფის ადმინისტრატორი და ასე შემდეგ. ჩვენ არანაირი საფუძველი არ გვაქვს, ეჭვქვეშ დავაყენოთ “ფეისბუქის” მიერ გაკეთებული შეფასება, გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად ღრმაა მათი წვდომა საკუთარი პლატფორმის დეტალებზე და კოორდინირებული ოპერაციების გამოვლენაზე”, – განაცხადა გრამ ბრუკიმ.

ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის დირექტორს მიაჩნია, რომ ყოველივე აღნიშნული დაკავშირებული იყო მთავრობასთან.

“ეს ქსელი დაკავშირებული იყო მთავრობასთან და მისი პირდაპირი მხარდაჭერა ჰქონდა. დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს უჩვეულოა და შეშფოთების საბაბს ქმნის. რა თქმა უნდა, დეზინფორმაცია და ნარატივების იარაღად გამოყენება ყველგან ხდება. მაგრამ ეს პოლიტიკური თუ იდეოლოგიური ჯგუფების ან უცხო ქვეყნის მთავრობების და არა თვითონ სამიზნე საზოგადოების მთავრობების მიერ ხდება,” – აღნიშნავს DFRLab-ის დირექტორი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული