კვირა, ივლისი 6, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიირაკლი ნადირაძე: ვაგრძელებთ კამპანიას "არა კალაძის საცობებს"

ირაკლი ნადირაძე: ვაგრძელებთ კამპანიას “არა კალაძის საცობებს”

“გამარჯვების კოალიციის” წარმომადგენლები რამდენიმე დღეა აპროტესტებენ დედაქალაქში შექმნილ სიტუაციას, საცობებს. აღნიშნულ საკითხზე მწვავე შეფასებებს აკეთებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძე:

,,ის, რომ თბილისელები იხრჩობიან კალაძის საცობებში, – ეს არის კახა კალაძის არასწორი სატრანსპორტო, სამშენებლო, ურბანული პოლიტიკის ბრალი, კორუფციისა და არაპროფესიონალიზმის ბრალი, იმ განუხორციელებელი პროექტების ბრალი, რომელიც არ განახორციელა კალაძემ, ან იმ განხორციელებულების ბრალი, რომლებიც არასწორად გააკეთა.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საცობები არ არის მხოლოდ საცობებში საათობით დგომის დისკომფორტი. ეს არის დაბინძურებული ჰაერის პრობლემა და ეს არის ის ბინძური ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ ჩვენ და სუნთქავენ ჩვენი შვილები.

ამიტომ ვაგრძელებთ კამპანიას ,,არა კალაძის საცობებს” და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვაიძულოთ კახი კალაძე და მისი რუსული მთავრობა, გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომ ჩვენი შვილები არ დაიხჩონ საცობებისგან გამოწვეულ დაბინძურებულ ჰაერში“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ შევუკვეთეთ ევროპული ღირებულებები და ჩამოგვივიდა ევროპული ექსტრემიზმი” – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს ევროკავშირთან მიმართებაში...

“სხვისი შვილების უსამართლო პატიმრობით, განაჩენი საკუთარი შვილებისთვის გამოაქვს…” – გია ხუხაშვილი

საპროტესტო აქციებზე დაკავებული ახალგაზრდებისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

“სალომე ზურაბიშვილზე ისრების გადატანა უსამართლო მგონია” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში მწვავე შეფასებას აკეთებს ოპოზიური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...