კვირა, ივლისი 6, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვასს „თელასი“-ს 2023 წლის 9 თვის ოპერაციული მაჩვენებლები

სს „თელასი“-ს 2023 წლის 9 თვის ოპერაციული მაჩვენებლები

კომპანია „თელასმა“ 2023 წლის 9 თვის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

მაჩვენებელი 2023 წლის

9 თვე

2022 წლის

 9 თვე

+/-
ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე, კმ 6 796 6 572 +3,4%
ქსელში გაშვებული ელექტროენერგია, მლრდ კვტ*სთ 2,595 2,421 +7,2%
მომხმარებელთა რაოდენობა, ათას 744,5 719,6 +3,5%

 

2023 წლის იანვარ-სექტემბერში კომპანია „თელასმა“ 2,595 მილიარდი კვტ*სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 7,2% (174 მილიონი კვტ*სთ-ით) აღემატება 2022 წლის იანვარ-სექტემბერში განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას. აღნიშნული მატება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა.

სს „თელასი“-ს აბონენტთა რაოდენობა 2023 წლის სექტემბრის თვის მდგომარეობით 2022 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 3,5%-ით (24,9 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 744,5 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 667,8 ათასი  – ფიზიკური პირია, ხოლო 76,7 ათასი – იურიდიური პირი.

2023 წლის 9 თვის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 6 796 კმ შეადგინა, რაც 3,4%-ით (224 კმ-ით) აღემატება 2022 წლის 9 თვის მაჩვენებელს (6 572 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციის და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...