ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისერგო ჩიხლაძე - ამერიკელები მზად არიან გვერდში დაგვიდგნენ...

სერგო ჩიხლაძე – ამერიკელები მზად არიან გვერდში დაგვიდგნენ ნებისმიერი მიმართულებით, ჩვენი პარტნიორები მზად არიან დაგვეხმარონ, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერებმა აშშ- ში ვიზიტის ფარგლებში მორიგი უმაღლესი დონის შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართეს.

გიორგი ვაშაძე, თინა ბოკუჩავა, სერგო ჩიხლაძე და ალექსანდრე კრევო-ასათიანი სახემწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ და საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს.

როგორც “სტრატეგია აღმაშენებლის” საგარეო მდივანი, სერგო ჩიხლაძე აღნიშნავს, ამერიკელ პარტნიორებთან საქართველოში არსებული კორუფციისა და სანქციების საკითხები განიხილეს.

შეხვედრისას ასევე საქართველო – ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებასა და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გამახვილდა ყურადღება:

დავასრულეთ სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრა, ახლა ვიმყოფებით სენატში, მოგვიანებით შეხვედრები გვაქვს საგარეო კომიტეტში, როგორც რესპუბლიკელებთან ასევე დემოკრატებთან.

მთავარი თემები ისევ და ისევ – ეს არის საქართველოში მიმდინარე რეფორმები, აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობების გაღრმავება, თუ რისთვის არიან ამერიკელები მზად და ისინი აბსოლუტურად მზად არიან დაგვეხმარონ ნებისმიერი მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც დღეს იქნა განხილული, ეს არის კორუფცია საქართველოში, სანქციები, კონკრეტული ადამიანების საკითხები, ვინც კორუფციაში და ანტიდასავლურ, ანტიამერიკულ ქმედებებში არიან ჩართულნი.

ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ჩვენი პარტნიორები ჩინეთთან პარტნიორობას, ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას, რომელიც ძალიან დიდ შეშფოთებას იწვევს და ასევე მთავარი გზავნილი არის ის, თუ რითი შეუძლიათ დაგეხმარონ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. ეს არის, რასაც არ იყენებს არსებული ხელისუფლება.

ჩვენი პარტნიორები მზად არიან დაგვეხმარონ, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე. კიდევ ერთი თემა, რა თქმა უნდა, ამას ჩვენ და ჩვენი პარტნიორებიც არ უვლიან გვერდს, ეს იყო მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტრანსფერი სხვა ქვეყანაში, სადაც მას მკურნალობა გაეწევა”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ვერასოდეს ვერაფრით ვერ დაგვაშინებენ, ვერ გაგვტეხენ” – სოფო ჯაფარიძე

პროდასავლური პარტიების ლიდერების პატიმრობის მისჯას და დაპატიმრების გადაწყვეტილებებს ეხმაურება...

“როგორ ქმნიან ოპოზიციურ ერთობას ჩვენი პარტიები… ჩემი ფანტაზიორა აფერისტები 😀😀 ❤️❤️” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია პროდასავლურ პოლიტიკურ ველზე შექმნილ რეალობაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რუსთაველის გამზირის გადაკეტვების და სხვა გამომწვევი ქმედებების ერთერთი მიზანია, რომ ხალხში ვინმეს ნერვებმა უმტყუნოს...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, საპროტესტო აქციების მონაწილეების მხრიდან, რუსთაველის გამზირის...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...