შაბათი, ნოემბერი 8, 2025
7.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე - ამერიკელ პარტნიორებს ვეუბნებით, რომ ქართველი...

გიორგი ვაშაძე – ამერიკელ პარტნიორებს ვეუბნებით, რომ ქართველი ხალხი არ გადაუხვევს დასავლური ინტეგრაციიდან, საქართველოში რუსული ინტერესები ვერ გაიმარჯვებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციამ აშშ-ში უმაღლესი დონის შეხვედრა ამჯერად სახელმწიფო დეპარტამენტში გამართა.

გიორგი ვაშაძემ, თინა ბოკუჩავამ, სერგო ჩიხლაძემ და ალექსანდრე კრევო-ასათიანმა შეხვედრისას საქართველოში მიმდინარე საშინაო თუ საგარეო საკითხები განიხილეს.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, სტრატეგიული პარტნიორებისთვის ცნობილია, რომ „ქართული ოცნება“ კანდიდატის სტატუსის საბოტაჟს ეწევა. მისივე თქმით, შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენების შემცირებასა და ოკუპირებული ტერიტორიების შემდგომში მშვიდობიანი გზით დაბრუნებაზე:

სამი დიდი საკითხი, რომლებიც იწვევს შეშფოთებას ჩვენს პარტნიორებში:

  • პირველი ეს არის ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ჩუმად გააფორმა “ქართულმა ოცნებამ”;
  • მეორე ეს არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების საბოტაჟი “ქართული ოცნების” მხრიდან, რომელიც ძალიან თვალსაჩინოა ჩვენი პარტნიორებისთვის;
  • მესამე მნიშვნელოვანი საკითხი არის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, რომელიც აღქმული არის, როგორც რუსეთის ინტერესების შესრულება რუსეთის დავალებით.

ჩვენ ვეუბნებით, რომ საქართველო და ქართველი ხალხი არ გადაუხვევს დასავლური ინტეგრაციიდან, მომავალი წლის არჩევნები, დიახ, ისინი, ამას გეოპოლიტიკურ არჩევნებს უწოდებენ და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ქართველ ხალხთან ერთად.

გამარჯვების შემდეგ აუცილებლად გვექნება ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობა, შავი ზღვის მხარდამჭერი აქტი და ბევრი ინვესტიცია აშშ-ს მხრიდან, სავიზო რეჟიმის გამარტივება და შემდგომ უვიზო მიმოსვლაზეც კი შესაძლოა დავიწყოთ საუბარი. ჯერ გამარტივება ვიზების, განსაკუთრებით ახალგაზრდების სასწავლო მიზნებისთვის და რაც მთავარია ღრმა და ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა, რაც ნიშნავს ძლიერ საქართველოს ევროკავშირთან, აშშ-თან და დასავლურ ცივილიზაციასთან ერთად.

არცერთ შემთხვევაში, საქართველოში რუსული ინტერესები ვერ გაიმარჯვებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი – სამხრეთ კავკასიიდან, სომხეთის ინტერესების გათვალისწინებით, რუსეთი ფაქტობრივად გადის, ახლა კი ჩვენი ამოცანაა, რომ ივანიშვილი, მთავარი საყრდენი პუტინისა, მოვაშოროთ საქართველოდან, რაც ნიშნავს სამხრეთ კავკასიიდან მათ განდევნას. შემდგომ კი ტერიტორიების დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით, რომ საბოლოოდ კავკასიის იქით მხარეს დავკეტოთ რუსეთი. დამერწმუნეთ, ძალიან ახლოსაა დიდი გამარჯვება, რომელსაც ჩვენ ყველანი ერთად ვიზეიმებთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სამწუხაროა, როდესაც უყურებ, როგორ კვდება შენს თვალწინ შენი საყვარელი ქვეყანა, რომელსაც თან მიაქვს…” –...

სოციალურ ქსელში მძიმე სტატუსს აქვეყნებს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე,...

“კიდევ ერთხელ ნათელი გახდა ოპოზიციური ერთობის აუცილებლობა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება პროკურატურის მიერ დაწყებულ...

“ასეთი აბსურდული და სასაცილოდ პათეტიკურია ამათი ბრძოლა ოკუპაციასთან” – ნინო წილოსანი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“რუსთაველის პროტესტმა ბოლომდე ჩახადა და გააშიშვლა რეჟიმი” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მორჩა თქვენი მორალური უპირატესობა, ქოცებო‼️” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, ორი ხელისუფლების თავდაცვის...

“ახლა მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, იგივე ჰაკიმ ფაშა ტრიტრის, მოერიდოს…” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 3 წლის წინანდელ ფაქტებს...

“გამოდით უნდა დაგთვალოთ, ვინც ქვეყანა გადააყოლეთ კომპლექსებს და მიშას სიძულვილს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საქართველოს პროკურატურის...