ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითორნიკე რიჟვაძე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი გაიზარდა...

თორნიკე რიჟვაძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი გაიზარდა და 700 მილიონი ლარით განისაზღვრა

2024 წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი 100 მლნ ლარით გაიზარდა და 700 მილიონ ლარს გადააჭარბა. გაიზარდა როგორც სამინისტროების ბიუჯეტი და შესაბამისად ის მნიშვნელოვანი პროგრამების დაფინანსება, ისე მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ტრანსფერის მოცულობა. ტრანსფერი 35, 8 მილიონი ლარით გაიზარდა და 241 მლნ ლარს შეადგენს:

,,ჩვენ აჭარის უმაღლეს საბჭოში წარვადგენთ აჭარის 2024 წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი გაიზარდა და 700 მილიონი ლარით განისაზღვრა. პირველად ნაერთი ბიუჯეტი მიუახლოვდა ერთ მილიარდიან ნიშნულს. ეს მოგვცემს საშუალებას კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ აჭარის თითოეულ მაცხოვრებელზე და განვახორციელოთ ის მიზნობრივი პროგრამები, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის.

მე მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, ბატონ პრემიერ მინისტრს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერისთვის. ვთვლი, რომ სწორ გზას და სწორ კურსს ვავითარებთ, რომელიც საბოლოო ჯამში მოგვცემს საშუალებას თანაბრად ვიზრუნოთ თითოეულ მოქალაქეზე და ყველა იმ ადამიანზე, რომელიც საჭიროებს დახმარებას, მხარდაჭერას, ვიზრუნოთ მათ კეთილდღეობაზე, ჯანმრთელობაზე და კიდევ უფრო მეტი სოციალური პროექტი განვახორციელოთ“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე.

დაიწყება „ოცნების ქალაქის“ მეორე ეტაპის მშენებლობა, რისთვისაც 17 000 000 ლარია გათვალისწინებული. განხორციელდება გოდერძის და გომარდულის ახალი საბაგირო ხაზის მშენებლობა. ჭვანას და მაჭახელას „ეთნოსოფელის“ განვითარების პროექტისთვის 5 მლნ ლარია გათვალისწინებული

ხოლო 35,8 მლნ ლარი გათვალისწინებულია სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“პირდაპირ ვაცხადებ, რომ ეს იქნება ივანიშვილის ხელისუფლების ლეგიტიმაციის და სწორედ ეს უნდათ მათაც” –...

სოციალური კვლევის და ანალიზიც ინსტიტუტმა ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა ამ...

“ივანიშვილზე ეს კანონი არ ვრცელდება. ხოდა, მიეძალეთ ბ–ნ ბიძინას და მის კარგებს/კეთილებს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სახელმწიფო პოლიტიკური პირის,...

“შეიძლება დააკავონ ყველა პოლიტიკური ლიდერი, მაგრამ ქართველ ხალხს ვერ შეაჩერებენ” – სტრატეგია აღმაშენებელი

"სტრატეგია აღმაშენებელი" ეხმიანება პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტებისთვის პატიმრობის გადაწყვეტილებების მიღებას...

ნინო ჯანგირაშვილი: “მე ვიცი ბოლოს რითი დამთავრდება ეს ყველაფერი”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ სცენარზე საუბრობს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...