კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თუ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება გეოპოლიტიკური...

“თუ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველოს მოქალაქეების დამსახურებით და დათქმებით” – ხატია დეკანოიძე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ,,ევროოპტიმისტების” წევრი, ხატია დეკანოიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ევროკომისარის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის განცხადებასთან დაკავშირებით:

,,რეკომენდაციების კონტექსტში, ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული ჩავარდნა. მე ვარჰეის განცხადებას ვუსმინე, მაგრამ საქართველო მართლმსაჯულების, მედია თავისუფლების და ძალიან ბევრი მიმართულებით, ასე ვთქვათ, ამ კონტექსტში, განსაკუთრებით არჩევნები, რეპრესიები, რაც ხდება სკოლის დირექტორებზე და ა.შ. არის ძალიან უკან.

თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს იქნება გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველოს მოქალაქეების დამსახურებით და ეს იქნება დათქმებით“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ინფორმაციისთვის: ევროკომისარი სამეზობლო და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, twitter-ის ოფიციალურ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს: ,,კარგი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა. შევაფასეთ 12 ძირითადი პრიორიტეტის შესრულებისთვის საქართველოს ბოლოდროინდელი ძალისხმევა, რაც აისახება გაფართოების ანგარიშში.

ქვეყნის ძალისხმევა კარგად იქნა მიღებული. საქართველო ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება და ყველა მხარდაჭერას მიღებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ვართ კავკასიელები და უნდა ვიდგეთ იქ, სადაც დგას კავკასია” – მიხეილ სააკაშვილი

რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე საუბრობს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

“მხოლოდ ყველა პოლიტიკური აქტორის ერთობა და რაც მთავარია საზოგადოების აქტიური ნაწილის თვითორგანიზება მიგვიყვანს რეჟიმის...

საქარეთველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთობის მნიშვნელობაზე საუბრობს, კონკრეტული...

“ბიზნესი, რომელიც რეკლამას ანთავსებს მხოლოდ სახელისუფლებო მედიასაშუალებებში, ემსახურება რუსულ რეჟიმს” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას კიდევ ერთ დამატებით ველზე” – “ლელო – ძლიერი საქართველო”

"ლელო - ძლიერი საქართველო" საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას აცნობებს პოლიტიკური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...