სამშაბათი, ივნისი 17, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიფინანსები, ბიზნესი და ეკონომიკა186 415 მომხმარებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი არ შეეცვლება...

186 415 მომხმარებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი არ შეეცვლება – “საზოგადოება და ბანკები”

საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2023 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 186,415 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 10%-ზე შეინარჩუნა. შესაბამისად, 200,000-მდე მსესხებელს არ შეეცვლება სესხზე ყოველთვიური შენატანი.

186,415 ხელშეკრულებიდან, უმრავლესობა შინამეურნეობებზე გაცემული სესხებია (96%). ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 11.5 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია მიბმული და შინამეურნეობებზე 6.7 მლრდ. ლარის (58%), ხოლო იურიდიულ პირებზე 4.8 მლრდ. ლარის (42%).

დღესდღეობით, ყველაზე დიდი ოდენობით ბიზნეს სესხებია გაცემული – 5.9 მლრდ ლარი. იპოთეკური სესხების ჯამური მოცულობა 3.6 მლრდ. ლარს, ხოლო, სამომხმარებლო სესხების კი 2 მლრდ. ლარს შეადგენს. წლიურად, ყველაზე დიდი ზრდა სამომხმარებლო სესხებში ფიქსირდება (+35%, 1 სექტემბერი, წ.წ.), ბიზნეს სესხების მოცულობა 20%-ით, იპოთეკურის კი 12%-ით გაიზარდა. ბიზნეს სესხის საშუალო მოცულობა 181,469 ლარს, იპოთეკურის 49,682 ლარს და სამომხმარებლო სესხის კი 24,806 ლარს შეადგენს.

გრაფიკი 1. ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების რაოდენობა და მოცულობა (მლრდ. ლარი) 2023 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით.

ინფორმაციას ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკები” ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყველა წინა პირობა არსებობს იმისთვის, რომ მომავალში მაღალი ეკონომიკური აქტივობა და ქვეყნის სწრაფი განვითარება...

„მომავალ წელს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზების მიხედვით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...