spot_img
მთავარიარჩევნები"ხელისუფლება 2024 წლის არჩევნებზე ინჯიას ხელით აბრუნებს ადვილად...

“ხელისუფლება 2024 წლის არჩევნებზე ინჯიას ხელით აბრუნებს ადვილად გასაყალბებელი დოკუმენტით ხმის მიცემის შესაძლებლობას” – ანა კობახიძე

ხელისუფლება 2024 წლის არჩევნებზე, ინჯიას ხელით აბრუნებს, ადვილად გასაყალბებელი დოკუმენტით ხმის მიცემის შესაძლებლობას, რასაც ოცნება მხარს დაუჭერს” – ამის შესახებ ცესკოსა და “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ანა კობახიძემ “ევროპელი სოციალისტების” მიერ საარჩევნო კოდექსში დაინიცირებულ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა

მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილებები ინჯიას ხელით ხელისუფლების მიერაა ინიცირებული და ეს ყოველივე ამცირებს შანსს, 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი, საარჩევნო კოდექსის რეფორმა შესრულებულად ჩაითვალოს:

საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია ცვლილებების პაკეტი საარჩევნო კოდექსში და ინიციატორია ,,ევროპელი სოციალისტები”. ცვლილებების თანახმად, ამომრჩეველს ისევ ექნება შესაძლებლობა ხმა მისცეს ე.წ ,,ლამინირებული” პირადობის მოწმობით.

2022 წლის ცვლილებების მიხედვით, ეს ნაწილი ყველა მხარის მიერ მიიჩნეოდა გაუმჯობესებულად, როგორც ოპოზიციისთვის, ასევე ვენეციის კომისიისთვის. ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ ხელისუფლება 2024 წლის არჩევნებზე ინჯიას ხელით აბრუნებს ადვილად გასაყალბებელი დოკუმენით ხმის მიცემის შესაძლებლობას. ვითომ ,,ოპოზიციის” მიერ ინიცირებულ პროექტს, რა თქმა უნდა, ,,ოცნება” მხარს დაუჭერს, რადგან ეს არის მათი ინიციატივა, ინჯიას ხელით შესრულებული.

ასეთი ცვლილებები აზრს უკარგავს ტექნოლოგიების შემოტანის შემდეგ მანიპულაციების შემცირების შასაძლებლობას და კიდევ უფრო ამცირებს შანსს 12 პუნქტიდან ერთ-ერთი, რომელიც საარჩევნო ცვლილებებს ეხებოდა, ჩაითვალოს შესრულებულად”, – აცხადებს ანა კობახიძე.

პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...

“რას ნიშნავდა ორბანის უნგრეთი ივანიშვილის გუნდისთვის და რას კარგავენ ქოცები ცვლილებების შემდეგ?” – ანა...

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი...

“ახლა აბასთუმანში ნებივრობს და უნდა ზედმეტი ტრაფიკი ცაში?!” – პეტრე ცისკარიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი 16 აპრილიდან...

“ყველგან, სადაც არჩევნები ტარდება, ხალხი უარს ამბობს მონობაზე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უნგრეთში შემდგარ არჩევნებს ეხმიანება,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

18-20 აპრილის ამინდის პროგნოზი – საქართველოში ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის...